სინდისის პატიმარი თორნიკე გოშაძე ციხიდან ქართველებისადმი მიმართვას ავრცელებს.
„რამდენიმე კომენტარმა მოაღწია ჩემამდე. მე უბრალოდ არ შემიძლია გადმოგცეთ, როგორ მსიამოვნებს და რამხელა ბედნიერებას მანიჭებს თქვენი სიტყვები. ლამაზი და კარგი კალიგრაფიააო. ღმერთო ჩემო, ლამაზები და კარგები თქვენ ხართ ყველა. არა, არა კარგები კი არა, საუკეთესოები ხართ საუკეთესოებს შორის. თქვენი სიტყვებია ლამაზი. თქვენი ფიქრები. თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და თანაგრძნობა.
მიხარია, რომ თქვენიანი ვარ. ციხეში ჯდომა არავის მოსწონს, მაგრამ თუ ჩემი ციხეში ყოფნა თქვენი ნათელი მომავლის საწინდარია, დაე, ასე იყოს. მიყვარხართ, ადამიანებო. ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. გონებით და გულით თქვენთან ვარ. გული თქვენთვის ძგერს. დიდი სიყვარულით თორნიკესგან“, — წერია წერილში.
პროევროპულ აქციებზე დაკავებულ თორნიკე გოშაძე 26 წლის ციხეში გახდა. ის ბრალდებულია ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობაში და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
