თორნიკე გორდაძე: “ოცნება” თუ კიდევ დარჩება ხელისუფლებაში საქართველო არამარტო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თორნიკე გორდაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” ისევ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველო მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ დაკარგავს.

თორნიკე გორდაძე აღნიშნავს, რომ უკვე დგას საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია – “ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ”.

“ქართული ოცნება” თუკი გააგრძელებს, თუკი ის კიდევ დარჩება ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად, საქართველო არა მარტო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს შენგენის ქვეყნებთან, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საკითხი დგას ევროსაბჭოდან, არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, საიდანაც საქართველო უკვე გასულია, გაასწრო გაგდებას, ახლა ხდება ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ევროსაბჭოდან გარიცხულია რუსეთი, რომელიც გარიცხეს უკრაინაში შეჭრის შემდეგ. ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ. 

ამ ქვეყანას სულ უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებენ უკვე, როგორც არაევროპულ ქვეყანას. დასავლურ პრესაში ნახავთ, რომ საქართველო უკვე ამ სტატისტიკებშიც აღარ არის. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგი,” – განაცხადა თორნიკე გორდაძემ. 

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით