თორნიკე გორდაძე: “ოცნება” თუ კიდევ დარჩება ხელისუფლებაში საქართველო არამარტო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს

საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, თორნიკე გორდაძის განცხადებით, თუ “ქართული ოცნება” ისევ დარჩება ხელისუფლებაში, საქართველო მხოლოდ უვიზო მიმოსვლას არ დაკარგავს.

თორნიკე გორდაძე აღნიშნავს, რომ უკვე დგას საქართველოს ევროსაბჭოდან გარიცხვის საკითხი, რაც “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგია – “ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ”.

“ქართული ოცნება” თუკი გააგრძელებს, თუკი ის კიდევ დარჩება ხელისუფლებაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებლად, საქართველო არა მარტო უვიზო მიმოსვლას დაკარგავს შენგენის ქვეყნებთან, არამედ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საკითხი დგას ევროსაბჭოდან, არა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან, საიდანაც საქართველო უკვე გასულია, გაასწრო გაგდებას, ახლა ხდება ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვის საკითხი. ევროსაბჭოდან გარიცხულია , რომელიც გარიცხეს ში შეჭრის შემდეგ. ეს იქნება უმძიმესი განაჩენი საქართველოს საერთოდ ევროპულობის მიმართ. 

ამ ქვეყანას სულ უფრო და უფრო ხშირად მოიხსენიებენ უკვე, როგორც არაევროპულ ქვეყანას. დასავლურ პრესაში ნახავთ, რომ საქართველო უკვე ამ სტატისტიკებშიც აღარ არის. ეს არის “ქართული ოცნების” პოლიტიკის შედეგი,” – განაცხადა თორნიკე გორდაძემ.