თორნიკე გოგრიჭიანი ახალგაზრდა ქართველი მსახიობი, რეჟისორი და სცენარისტია. ის 1986 წლის 31 ოქტომბერს დაიბადა. 2007 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ფაკულტეტი. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი. 2007 წლიდან კი თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
თორნიკემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმებით, როგორიცაა “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და “შინდისი”. მისი ნამუშევრები არაერთხელ აღინიშნა საერთაშორისო კინოფესტივალებზე.
2022წელს თორნიკემ მონაწილეობა მიიღო “ნეტფლიქსის” პოპულარული ფილმის “Extraction”-ის მეორე ნაწილი გადაღებებში. ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი, კრის ჰემსუორთი ასრულებს. მისი პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და შთამბეჭდავი აღიარება მოიპოვა. მეორე ნაწილში თორნიკესთან ერთად კიდევ სხვა ქართველი მსახიობები თამაშობენ (თინა დალაქიშვილი, დათო ბახტაძე, ირაკლი კვიჟინაძე).
ფილმის პრემიერაზე თორნიკე გოგრიჭიანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“ესეც Extraction 2-ის პრემიერა ნიუ იორკში. მოემზადეთ, ფილმი “ნეტფლიქსზე” 16 ივნისს გამოვა.
მადლობა AGBOfilm-ს და ჯო რუსოს, რომ შესაძლებლობა მისცეს ქართველებს, რომ ყოფილიყვნენ ამ დიდი ოჯახის ნაწილი.
მადლობას ვუხდი სემ ჰარგრეივს გენიოსს, რომ ეს გამოცდილება მოგვცეს. გარდა ამისა, მადლიერი ვარ Sarah finn casting-ის, რომ მომცა შანსი ასეთ დონეზე მეცადა და ჩემი საუკეთესო შესაძლებლობები ამ დონეზე გამომევლინა“, – წერდა თორნიკე გოგრიჭიანი “ინსტაგრამზე”.
ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ თორნიკე საერთაშორისო ემის მფლობელი სერიალის, Vigil-ის მესამე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს, რომ სერიალი ბრიტანულ BBC-ზე გადის.
თორნიკე გოგრიჭიძეს მეუღლე ნინო ქორიძეა. ის ცნობილი მსახიობის, კახა ქორიძის, ფილმ “ღიმილის ბიჭების” ვარსკვლავის, ქალიშვილია.ნინო განსაკუთრებით პოპულარული იყო 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში. მაშინ ის სამოდელო სფეროთი და ხატვით იყო გატაცებული. 16 წლის ასაკში ნინო დაქორწინდა დავით კვირიკაძეზე, რომელთანაც შეეძინა ვაჟი, ირაკლი კვირიკაძე. მათი ოჯახი მალევე დაინგრა. ირაკლი, როგორც მისი ოჯახი სამსახიობო სფეროშია.
თორნიკემ და ნინომ ერთმანეთი სერიალის “გოგონა გარეუბნიდან” გადაღებებზე გაიცნეს. ნინო მეუღლეზე 13 წლით უფროსია, რამაც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. თუმცა, ამას წყვილისთვის ბედნიერი ოჯახის შექმნაში ხელი არ შეუშლია.
“როცა ვთხოვდებოდი, ამბობდნენ, ძალიან ცუდია, როდესაც ქალი კაცზე უფროსიაო. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ამის პლუს-მინუსები. ამის შემჩნევა ალბათ გვერდიდან უფრო შეიძლება. თორნიკე ჩემზე პატარა იქნება, დიდი თუ ჩემი ასაკის, რა მნიშვნელობა აქვს? ეს მთავარი არ არის. ჩვენ შორის ურთიერთობა შედგა, აღმოჩნდა, რომ თანამოაზრეები ვართ და თანხვედრა მოხდა.ჩემთვის მხოლოდ ის იყო მნიშვნელოვანი, ირაკლი როგორ მიიღებდა თორნიკეს, მეტი არაფერი. თორნიკე და ირაკლი კარგად უგებენ ერთმანეთს, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ”, – ამბობდა ნინო.
ნინოსა და თორნიკეს ქორწილის კადრები დღემდე დიდ მოწონებას იმსახურებს. გამორჩეული წყვილი ამ მნიშვნელოვან დღეს სადა და ელეგანტური სამოსით გამოჩნდა. მოკრძალებული წვეულება და გარემო კი მათ სილამაზეს კიდევ უფრო უსვამდა ხაზს.
თორნიკეს და ნინოს ერთი საერთო შვილი ნატალია ჰყავთ.