თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა

რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა.
თორნიკე გოგებაშვილი ქართულ რაგბიში არსებული რთული კრიზისის ფონზე რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2021 წელს, რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის არჩევის შემდეგ ის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 2022 წლიდან დღემდე კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 2020 წლამდე თორნიკე გოგებაშვილი 8 წლის განმავლობაში სპორტის სამინისტროში სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.
საქართველოს რაგბის კავშირი წარმატებებს უსურვებს მას მომავალ საქმიანობაში.
Rugby.ge
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი – ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
“შავი ლომი” | “მონპელიე” და “ძებრე” თბილისში, “ქონახთი” და “მონტობანი” სტუმრად
რაგბის კავშირს პრეზიდენტობის მოვალეობის ახალი შემსრულებელი ჰყავს

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში