იურისტი, ადვოკატი თორნიკე ბაქრაძე:
Tsotne Javahishvili-ს ისტორიამ გულწრფელი ემოცია – სევდა, წუხილი, ტკივილი, განცდა გამოავლენინა ოჯახის წევრებს, უახლოეს მეგობრებს, ახლობლებს, ნათესავებს, კოლეგებს და სრულიად უცნობებსაც კი. ბევრი ცრემლი იღვრება ეხლა და კიდევ ბევრი დაიღვრება.
… III დღეა ყველაზე მძიმე ემოციური დღეების განცდის შედეგ, მომხდარის თაობაზე დეტალურ კითხვებზე პასუხების ძიებაში, მგონია რომ ჩემთვის მთავარ კითხვაზე – “რატომ?”, მივედი პასუხამდე, რომელსაც მავანი შესაძლოა არც დაეთანხმოს (ცხადია ეს მათი ნებაა).
თავისუფლების მისაღწევად ამ მეცნიერმა, ჯეელობიდან დაიწყო სვლა. ავიდა მთაში და დიდ ხანს იარა იქ მწვერვალებზე. ვინც აყვა ისიც წაიყოლა თან… თავისუფლების მოსაპოვებლად გაეცალა CCCP -ს ამერიკაში, თუმცა ცოტნეს მასშტაბისთვის ეს კონტინენტის არ აღმოჩნდა საკმარისი. თავისუფლების ძიებაში გენეტკურმა მეცნიერმა, თავისი პროფესიის წიაღსვლებში ისეთ სიღრმეებს შეეხო, რომ ყოველგვარი ობმოდებული დოგმის ნგრევის სურვილი გაუჩნდა და ბევრი რამ განახორციელა კიდეც.
ჭკვიანს და ნიჭიერს ყოველთვის ეჩქარება, რადგან იცის, რომ ერთი ადამიანური სიცოცხლე დასახულთან მისასვლელად საკმარისი არასოდესაა. ცოტნე ჯავახიშვილს კი განსაკუთრებით ეჩქარებოდა და რომ დარწმუნდა რომ ეს პროცესი გრძელვადიანია, ამისთვის ნიადაგის მომზადება საქართველოში გადაწყვიტა და დაიწყო კიდეც, დააარსა სამეცნიერო დიდი გეგმების მქონე ლაბორატორია, რადგან სწორ სამოქალაქო აზრზე მყოფი პატრიოტი იყო…. ამ თავმდაბალ და მოკრძალებულ, ინტელიგენტ, არაორდინალურ კაცს თავისუფლებისკენ გზის გაკვლევაში დედამიწაც კი ეპატარავებოდა და ამიტომ პროფესიონალური მფრინავობა შეისწავლა, მისი გენეტიკისთვის დამახასიათებელი სიღრმისეული ნიუანსებით. იქაც დიდ ხანს იფრინა. აქაც ეცადა ბევრისთვის გაეზიარებინა თავისუფალი ფრენით მინიჭებული სილაღე…. უდავოა რომ ეს კაცი რჩეული იყო. რჩეულებს კი ყისმათი წყალობთ….. ცოტნე ჯავახიშვილს სამყარო ევიწროვებოდა და რომელი სასაფლაოს მიწა იქნებოდა მისთვის “განიერი და მსუბუქი”?!
მართალია; არც ერთი. ამიტომაც თვალუწვდენელ წყნარ ოკეანეში დაიდო ბინა მისმა ბობოქარმა უჭკვიანესმა და უნიჭიერესმა არსებამ.
ცოტნე ჯავახიშვილზე მოკვდაო ვერასოდეს იტყვი. რადგან ის გათავისუფლების ძიებაში გარდაიცვალა.
გვეტირება და გასაგებიცაა, რადგან ჩვენ ჩვენს უცოტნეო თავებს ვტირით.
იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელთაც ჯერათ გარდაცვალების შემდეგ “რაღაცნაირად” შეხვედრის. დარწმუნებული ვარ ბევრს შევხვდები და გადავეხვევი. როგორ შეგხვდე იმ სამყაროში სადაც შენ იქნები? არ ვიცი. მეცნიერი შენ ხარ და მოიფიქრე როგორც გინდა…..
მშვიდობით ჩემო თავისუფალო მეგობარო!
შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა.