სცენარისტი, პროდუსერი თონა ჯორბენაძე:
ვუსმენდი გიორგის ევროპული ტურის კონცერტს არაჩვეულებრივი მუსიკოსისა და პიროვნების, ფრანსუა ლელუს დირიჟორობით და ვფიქრობდი, როგორ გაუმართლა ჩვენს ქვეყანას რომ ახალი თაობის ამ რანგის არტისტი ჰყავს. გამოდის სცენაზე და პირველივე ნოტით აჯადოვებს მაყურებელს, ფინალისკენ კი კარგად ნაცნობი კლასიკა ისე გადაჰყავს კარგად ნაცნობ ჯაზში და მერე ამ ძალიან საინტერესო მუსიკალურ ფაქტურაში უცებ ისე შემოჰყავს ქართული ციტატები, იმდენად ორგანულად, რომ საკმაოდ კონსერვატორ გერმანელ მსმენელს ბოლოს ოვაცია და შეძახილები აღარ ჰყოფნის და ფეხების ბრახუნით გამოხატავს ემოციას. ასე მაშინ ხდება, როცა სათქმელი გაქვს, როცა რაღაც მნიშვნელოვანს უზიარებ შენს მსმენელს. Giorgi Gigashvili • გიორგი გიგაშვილი
დიდი მადლობა ვუთხრა ამ საღამოსთვის და უდიდესი ქართული საქმისთვის ლიზა ბათიაშვილს Lisa Leleux და მაესტრო ნიკოლოზს, რომელმაც ბათქაშებიან და ცოტა საშიშ “მოჭერილ” ხედვებს გაუძლო და თავისუფლების გზა გაკვალა მუსიკაში




