30 საათია პატარა სამებაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ხანშიშესულის ოჯახი ექიმების ბრიგადას ელოდება. დიდთოვლიანობის გამო კრიტიკული მდგომარეობაა ზესტაფონში. პატარა სამებამდე მისასვლელი ყველა გზა ჩახერგილია, სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, მანქანით იქ ასვლა შეუძლებელია. ტრაქტორი 12 საათის განმავლობაში 3-ჯერ გაუფუჭდა მერიას. სიკვდილს ებრძვის ხანში შესული ქალიც.
გარე სამყაროს არის მოწყვეტილი ვანის რაიონის სოფელი საპრასიაც. 50 ოჯახი 1 კვირა ხდება რაც წყლის, გაზის და შუქის გარეშეა დარჩენელი. სოფელში დიდთოვლის გამო გადაადგილება შეუძლებელია. არსებობს რისკი, რომ თუ დათოვლილი სახლებს დროულად არ გაწმენდნენ, თოვლის საფარს ძველი ნაგებობები უბრალოდ ვერ გაუძლებს.
რთულია ვითარება ზესტაფონშიც. პირველ სვირში ადგილობრივები ცენტში შეიკრიბნენ და იმის საჩვენებლად, რომ “ოცნების” პროპაგანდა გვატყუებს, ვიდეო გადაიღეს. ირკვევა, რომ მე-5 დღეა შუქის გარეშე არიან დარჩენილი და გზის გაკვალვას საკუთარი ძალებით ცდილობენ.