თოვლი, წვიმა, ქარბუქი, ყინვა – ამინდის პროგნოზი შაბათ-კვირას

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. ამინდი 12 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან გაუარესდება. მოსალოდნელია ნალექი – უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი ქალი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული და ელექტროგადამცემი ხაზების შემოყინვა. 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა.
დედაქალაქში 13 იანვარს ტემპერატურა 1-4 გრადუსი იქნება, 15 იანვარს კი -2 გრადუსამდე დაიკლებს. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
“დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს”, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მოსალოდნელი ამინდიდან გამომდინარე, შესაძლოა, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას