თოვლის გამო რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა შეფერხებულია

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მაგისტრალის ეს მონაკვეთი ჩაკეტილი არ არის, თოვლისგან გზის გაწმენდა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ავტომობილებს, რომლებსაც ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავები აქვთ, ნელი სვლით შეუძლიათ გადაადგილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბერიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება. დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო ეს მაჩვენებელი 2012 წელს, 2023 წლის მონაცემებით, სიღარიბე უკვე შემცირდა 11.8%-მდე – ჩვენი ამოცანაა, 2028 წელს სიღარიბე ჩამოსცდეს 4%-ს

ირაკლი კობახიძე – ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბოლო წლებში შეიქმნა 700 ახალი საწარმო და 800 საწარმო გაფართოვდა, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 1,5 მილიარდი ლარი ჩაიდება ბიუჯეტში ბიზნესის მხარდაჭერისთვის