“თოვლის ბრალია (?)” – ბათუმის აეროპორტის გადახურვა დაზიანა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. მომხდარს კომპანია თოვლს აბრალებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ BM.GE აეროპორტის მმართველ კომპანია TAV Georgia-ზე დაყრდნობით წერს.
“დიდთოვლობის გამო, ს საერთაშორისო აეროპორტში, ქალაქის მხრიდან, ცენტრალური შესასვლელის მსუბუქი გადახურვა დაზიანდა. არავინ დაშავებულა. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო რეისები გადადებულია. შესაბამისად, მსუბუქი გადახურვის დაზიანების მომენტში აეროპორტის ტერმინალში არ იყვნენ მგზავრები და არც პერსონალის დიდი ნაწილი. ტავ ჯორჯიამ ინტენსიური აღდგენითი სამუშაოები უკვე დაიწყო,” – აღნიშნავენ კომპანიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი – უკრაინა განიცდის გაუმართლებელ აგრესიას, 2008 წლიდან რუსეთის აგრესიის სამიზნეა საქართველოც – მის მავნე ქმედებებს სჭირდება სათანადო პასუხი, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, რათა ვიყოთ ძლიერები