თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების თქმით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზეც.
ასევე ნახეთ: