თოვა, ქარბუქი, ნისლი, ზღვაზე შტორმი – გაფრთხილება ამინდის შესახებ

მომდევნო ორი დღის განმავლობაში სინოპტიკოსები ამინდის მკვეთრ ცვლილებას პროგნოზირებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, გზების მოყინვა და ზვავსაშიშროება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. გარდა ამისა, მოსალოდნელმა ნალექმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
სინოპტიკოსები 6 იანვრის შემდეგ შედარებით გამოდარებას პროგნოზირებენ, თუმცა ძლიერ ყინვებს აანონსებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)