თოდუას კლინიკის ახალი ფილიალი დიღომში გაიხსნა

თოდუას კლინიკის კიდევ ერთი ფილიალი ამჯერად დიღომში, ლუბლიანას 21 ნომერში გაიხსნა.
პროფესიონალი ექიმების გუნდი, მაღალტექნოლოგიური აპარატურა, ხარისხის თანამედროვე სტანდარტი და გამარტივებული ხელმისაწვდომობა სერვისებზე! – ეს ის მთავარი უპირატესობებია, რომელთა დამსახურებითაც თოდუას კლინიკა რეგიონში წამყვანი სამედიცინო დაწესებულებაა. სწორედ აღნიშნული კომპონენტებით არის გამორჩეული კლინიკის ახალი ფილიალიც დიღომში, რომლის დიზაინიც სრულიად განსხვავებული, თანამედროვე კონცეფციით დაიგეგმა და რომელიც მას აბსოლუტურად უნიკალურ ხასიათს სძენს.
თოდუას კლინიკა დიღომში პაციენტებს სრული ამბულატორიული სერვისით მოემსახურება:
დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი (მრტ, კტ, ულტრაბგერა, მამოგრაფია, რენტგენი, დენსიტომეტრია, ენდოსკოპია, ლაბორატორია)
ასევე: კარდიოლოგია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, ალერგოლოგია, ჰეპატოლოგია, გინეკოლოგია, გასტროენტეროლოგია, უროლოგია, რევმატოლოგია, დერმატოლოგია, პროქტოლოგია, საოჯახო მედიცინა, Check-up – პროფილაქტიკური მედიცინის ცენტრი.