თირკმლის კიბოს თერაპიული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდა – წინასწარი კვლევა (bm.ge)

ადრეული კვლევა, რომელიც თირკმელების მწვავე კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტების გამოსავლენად ჩატარდა, წარმატებული აღმოჩნდა. ახალი პრეპარატის მიზანი იმუნური სისტემის მობილიზაციაა.
როგორც Yale-ის უნივერსიტეტის პროფესორის, ექიმ დევიდ ბრაუნის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევის ანგარიში იტყობინება, “კიბოს პერსონალიზებული ვაქცინები”, რომლებიც 9 პაციენტზე გამოიცადა, მათ სპეციფიკურ სიმსივნურ გენებზე იყო მორგებული. ვაქცინამ პაციენტების იმუნური სისტემებს “გამოღვიძებისკენ” და კიბოს იმ უჯრედების წინააღმდეგ ბრძოლისკენ უბიძგა, რომლებიც ონკოპაციენტების ქირურგიული ოპერაციების შემდეგ რჩება.
“კვლევის იდეა იყო, რომ იმუნური სისტემა სპეციალურად მიმართულიყო იმ სამიზნისკენ, რომელიც თითოეული სიმსივნური უჯრედისთვის უნიკალურია. გვსურს, გავაუმჯობესოთ პოსტსაოპერაციო მკურნალობის ფორმები და კიბოს დაბრუნების რისკები შევამციროთ”, – განმარტავს ექიმი ბრაუნი.
კვლევის შედეგები 5 თებერვალს სამედიცინო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა. კვლევაში მონაწილე პაციენტების დიაგნოზი მწვავე, მესამე ან მეოთხე სტადიის თირკმლის უჯრედების კარცინომა იყო. 9-დან 7 პაციენტში აღმოჩნდა, რომ ვაქცინამ სწორედ დააიდენტიფიცირა სიმსივნური უჯრედები. გარდა ამისა, გარდა გრიპის მსგავსი სიმპტომებისა, კვლევის მონაწილეებში არ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები.
Yale-ის გუნდი განმარტავს, რომ კვლევა მხოლოდ მცირე ზომის, პირველი ფაზის ნაწილი იყო. იმისთვის, რომ ვაქცინამ FDA-ს ლიცენზია მოიპოვოს, კიდევ ორფაზიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო.
წყარო: bm.ge