თინა ხიდაშელი: ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას

“მოქმედების დროა დღეს! საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს! ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო! ეხლა კეკლუცის დრო არ არის. ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება”, – წერს თინათინ ხიდაშელი და დასძენს:
“ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი, ორატორი, არამედ ორგანიზებული წინააღმდეგობა. ფართო ფრონტი და დისციპლინა. ამ ბრძოლაში გამოიძერწება ქვეყნის ევროპული მომავლისკენ წამყვანი პოლიტიკური ძალა და ლიდერიც!”
· სპეცრაზმი გამთენიისას ფიზიკურად გაუსწორდა ანტირუსული აქციის მონაწილეებს და დაშალა აქცია რუსთაველის გამზირზე, დააკავა მომიტინგეები.
· მოქალაქეები აპროტესტებენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრების შეჩერების შესახებ. ჯერჯერობით აქციაზე დაკავებულების რაოდენობა უცნობია. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები.
·
ჯერჯერობით აქციაზე დაკავებულების რაოდენობა უცნობია. პოლიციამ აქციის დასაშლელად გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი, დაშავდნენ მოქალაქეები, მათ შორის ჟურნალისტები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: „დიფ სთეითი“ ევროკავშირის დაფინანსებას იყენებს საქართველოში რევოლუციური პროცესების წასახალისებლად, ამიტომ არავის უკვირს, რომ ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირებულია