ორშაბათს თბილისში ვიქნები და ველოდები თქვენგან ეთერში მიწვევას, როგორც მითხრეს ძალიან მოგნატრებივართ”– წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში და მიმართავს “რუსთავი2”-ის წამყვან დავით კაკულიას და “იმედი”-ს წამყვან ირაკლი ჩიხლაძეს.
ხიდაშელი ეხმიანება მისი ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ “რუსთავი2”-ისა და “იმედი”-ს ეთერში გასულ ინფორმაციას, ასევე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარისა და “ქართული ოცნების” წევრ მიხეილ სარჯველაძის კომენტარებს მასსა და მის ორგანიზაციაზე.
“ტყულია რომ ბრალდებების შემდეგ თინა ხიდაშელი მედიასთან არ გამოჩენილა. იხილეთ ტვ პირველი და ფორმულა შაბათს. სხვა არავინ დამკავშირებია.
ამის შემდეგ საკომუნიკაციო არხებთან არ ვიყავი. ეს განცხადებაც გუშინ იმიტომ გავავრცელეთ ტვ იმედი და რუსთავი2 საკუთარი ეთერის გარდა სხვასაც თუ შეხედავთ უცებ ნახავთ, რომ უბრალოდ იტყუებით.
ბატონ პაპუაშვილს ჩემგან გადაეცით რომ ძალიან სამარცხვინოდ გამოიყურება, პარლამენტის თავმჯდომარეა და ამიტომ მაწუხებს თორემ ისე რას დავეძებ.
“მისი ლელოსთან კავშირები ხომ ცნობილია” – თქვა მან.
დიახ, ჩემი ქმარი ლელოს საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელია. ეს არის ჩემი კავშირი და ამითი რისი თქმა უნდა? რამე ახალი თქვა, არავინ იცოდა მანადმე?
სინამდვილეში, როგორც ჩანს, მას, უბრალოდ ვერ წარმოუდგენია, რომ ქალს შეიძლება დამოუკიდებელი კარიერა და წარმატება ჰქონდეს და ქმრის გაგრძელება არ იყოს. სამწუხაროა, როგორც ჩანს ეს უკიდეგანო გოიმობა და სექსისზმი მისი ბუნების თანმდევია. ძალიან სამწუხაროა.
2. მე მათი პოლიტიკური ოპონენტი არ ვარ, ღმერთმა დამიფაროს, ამ მასშტაბის სიბეცესთან, სიბნელესთან და უცოდინარობასთან პოლიტიკური ოპონირება რომ მიწევდეს. პოლიტიკური ოპონენტები პარტიებში წევრიანდებიან და არჩევნებში მონაწილეობენ. ჩემს გეგმებში კიდევ ბევრი წლის მანძილზე არც ერთი არ არის. სამწუხაროა ამ ანაბანას ახსნა რომ მიწევს ამხელა სპიკერი და ვიცე სპიკერი კაცებისთვის.
3. ბატონი სარჯველაძისგან და სპეციფიურად და პირადად, მე თინა ხიდაშელი ვითხოვ განმარტებას, რას გულისხმობს “ოცნების” პატრონი კრემლის მედიაში “სპუტნიკი” განცხადებულ მუქარაში, რომ არ დაუშვებენ ჩვენნაირი ორგანიზაციების არსებობას – რისთვის უნდა მოვემზადოთ?
ამასობაში, ორშაბათს თბილისში ვიქნები და ველოდები “რუსთავი2”-ის და “იმედი”-ს ეთერში მიწვევას, როგორც მითხრეს, ძალიან მოგნატრებივართ”– წერს თინა ხიდაშელი.