“ორი სიტყვა გაეროს რეზოლუციაზე და ამათ სრულ კრახზე.
ვისაც ხელი ჩამოართვეს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ვისი ფოტოებითაც გადაჭედეს პროპაგანდა ვერავისთან ვერ იმუშავეს, ან სულაც სიტყვა არ დაუძრავთ გაეროს რეზოლუციაზე.
კობახიძე აღიარა და ხელი ჩამოართვა სერბეთს – არავითარი შედეგი საქართველოსთვის, ისევ არ იძლევიან ხმას;
კობახიძე მგონი უკვე სამჯერ იყო არაბულ ქვეყნებში – ჩამორთვეს ხელი, აღიარეს საქართველოს ისევ არაფერი, კვლავაც რუსეთის მხარდამჭერებად რჩებიან ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში;
კობახიძემ მოარა ცენტრალური აზია, აღიარეს, ხელი ჩამოართვეს და ისევ 0 სარგებელი საქართველოს, ხუთიდან არც ერთი არ გვაძლევს ხმას გაეროში;
მაკა რომ დადიოდა ინდოეთში და გამოფინა ქვეყნები იქ ხომ სრული კატასტროფა გვაქვს;
მაგრამ ეს ემირატები სპეციფიურად ტრაგიკულია. ამხელა ამბავზე წავიდნენ, გაეროს ერთადერთი მაღალი პოსტი რომლიც ქართველს ეკავა შეწირეს და ისიც კი არ ითხოვეს სანაცვლოდ რომ რეზოლუციაზე მხარი დაეჭირათ, აღარაფერს ვამბობ ბაჩიაშვილის საქმის სკანდალზე;
და ბოლოს, ეს უსაყვარლესი ფუმფულა სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთი….. ისევ 0
აფერუმ თქვენს მმართველობას!
მიდით თქვენ იცით, უფრო მაგრად ლანძღეთ და აგინეთ მთავარ იმედს და საშველს დემოკრატიულ სამყაროს, იქნებ მანდაც დაიწყოთ ხმების დაკარგვა” – წერს სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი.
