თინა ხიდაშელი – მაკრონმა გადაწყვიტა ელაპარაკა მასთან, ვინც ქვეყანაში ფარდის უკნიდან მართავს პროცესს – რაც ქართულმა მხარემ დაწერა, გვაფიქრებინებს, რომ მაკრონი ელოდება პატიმრების გათავისუფლებას და ძალადობის გაჩერებას შემდეგ საუბრამდე, თუმცა არ მაქვს მაღალი მოლოდინები

ყველაზე მთავარი გზავნილი სატელეფონო საუბარში, მისი შინაარსის გარდა, იყო ფორმა – მაკრონმა დაურეკა საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მთელი დასავლური სამყაროს მიერ არაფორმალურ ლიდერად არის გამოცხადებული ქვეყანაში და არ დაურეკა კაცს, რომელიც თავს პრემიერს ეძახის , – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
მისი თქმით, მიღებული ინფორმაციიდან ყველაზე ღირებული იყო შემდეგი: „შეთანხმება შედგა, რომ კიდევ ერთი საუბარი იქნებოდა უკვე მიღწეულ შედეგებზე“.
„ის, რაც გვითხრა „ქართულმა ოცნებამ“, ასევე, ნიშანდობლივი იყო, რადგან მათ მიერ გავრცელებული ამბავი სრულდებოდა იმით, შეთანხმება შედგა, რომ კიდევ ერთი საუბარი იქნებოდა უკვე მიღწეულ შედეგებზე. ამ ინფორმაციებში, რაც ჩვენ საჯაროდ ვიცით, ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი იყო სწორედ ეს წინადადება. ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ დიახ, საუბარი იყო იმაზე, რასაც უნდა მოჰყვეს გაგრძელება, ანუ უნდა იყოს შემდეგი სერია. ანუ როდესაც „ელისეს მინდვრები“ განცხადებაში წერს იმას, რაც ქართველებმა არ დაწერეს, მაგალითად, პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა პრეზიდენტმა მაკრონმა, მოითხოვა ძალადობის შეწყვეტა – ის, რაც დაწერა ქართულმა მხარემ, რომ ამ საუბრის გაგრძელება იქნება, გვაფიქრებინებს, რომ პრეზიდენტი მაკრონი ელოდება პატიმრების გათავისუფლებას და ძალადობის გაჩერებას შემდეგ საუბრამდე.
ყველაზე მთავარი გზავნილი ამ სატელეფონო საუბარში, მისი შინაარსის გარდა, რა თქმა უნდა, იყო მისი ფორმა, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი ურეკავს საქართველოს მოქალაქეს, მე არ მაინტერესებს ის კიდევ ვისი მოქალაქეა, ის არ ელაპარაკებოდა საფრანგეთის მოქალაქეს, მან დაურეკა საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მთელი დასავლური სამყაროს მიერ არაფორმალურ ლიდერად არის გამოცხადებული ამ ქვეყანაში და არ დაურეკა კაცს, რომელიც თავის თავს პრემიერს ეძახის, თავის თავს პარლამენტის თავმჯდომარეს ეძახის და ა.შ. რატომ არ დაურეკა სალომე ზურაბიშვილს, ეს გასაგებია“ ,- განაცხადა ხიდაშელმა.
მისი თქმით, მას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მაკრონის ზარი ივანიშვილთან, ს საფრანგეთში ვიზიტს მოჰყვა.
„ამაში მე ეჭვი ერთი წამითაც არ მეპარება, მაგრამ ვიღაცამ ეს რომ უარყოს და ასეც რომ არ იყოს, ფაქტია, რომ მანამდე, ერთი დღით ადრე სალომე ზურაბიშვილთან, ქვეყნის პრეზიდენტთან მას უკვე ჰქონდა საუბარი, ამიტომ შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისთვის დაერეკა, მაგრამ ვინაიდან ის კაცი, რომელიც თავის თავს პრემიერ-მინისტრს ეძახის, არავის მიერ აღიარებული არ არის და მათ შორის არც საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ, საფრანგეთის პრეზიდენტმა გადაწყვიტა ელაპარაკა მასთან, ვინც ამ ქვეყანაში კულისებიდან, თუ ფარდის უკნიდან მართავს პოლიტიკურ პროცესს“ ,- განაცხადა ხიდაშელმა.
ამასთან, ხიდაშელის თქმით, ამ საუბრის შედეგებთან დაკავშირებით მოლოდინი საერთოდ არ აქვს.
„საერთოდ არ მაქვს მაღალი მოლოდინები, რომ ვინმესთან საუბარი ს გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს. მე ვფიქრობ, ის ახლა, არის ერთი შეშინებული კაცი, რომელიც ფიქრობს, რომ ყველაფერი, რაც მას ეხება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეინარჩუნებს ძალაუფლებას და სხვა არაფერზე. როდესაც ასეთი დამოკიდებული ხდები ძალაუფლების შენარჩუნებაზე იქ, ვინ დაგირეკავს, რა ტიპის მოლაპარაკებებში ჩართვას მოგთხოვს, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ერთადერთი, რამაც შეიძლება გადაწონოს მისი განწყობები და დამოკიდებულებები ეს არის უფრო დიდის, მეტის დაკარგვის შიში. მაკრონს არ შეუძლია მას ეს უთხრას, იმიტომ, რომ მაკრონი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტია, დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტები არ იმუქრებიან, ულტიმატუმებს არ აყენებენ, ისინი მოქმედებენ. ამიტომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი 16 დეკემბერი, როდესაც ევროპულმა საბჭომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული და ეს, ჩემი ინფორმირებული რწმენაა, რომ სწორედ 16 დეკემბერს ევროპული საბჭოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას ელოდება -ც იმისთვის, რომ სინქრონიზება მოხდეს ამ გადაწყვეტილებების და მათ მიერ გამოსაყენებელი ზომების და დროში ერთმანეთისგან ძალიან აცდენილი არ იყოს“,-განაცხადა ხიდაშელმა.