: ლილუაშვილი რომ საპატიმროში აღმოჩნდებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი (ვიდეო)

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი ბოლო პერიოდის გახმაურებულ დაკავებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისთვის ყველა დაკავება მოსალოდნელი იყო, თუმცა, ლილუაშვილის დაკავების მიზეზს დღემდე ვერ ხვდება.

როგორც ხიდაშელმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, ის სხვა ყველა ვერსიას გამორიცხავდა, თანამდებობიდან წასვლას, გუნდიდან წასვლას, თუმცა საპატიმროში წასვლა მისთვის აუხსნელი ქმედებაა.

თვდაცვის ექსმინისტრის თქმით, ივანიშვილისთვის ლილუაშვილი სერიოზული ადამიანი იყო, ვისაც აზრს ეკითხებოდა და ვისთანაც საუბრობდა.

ბურჭულაძე რომ დაიჭირეს ეს იყო გზავნილი ღრიბაშვილისთვის და არავითარი კავშირი ამას ბურჭულაძესთან არ ჰქონია. შესაბამისად, ღარიბაშვილის დაკავება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა, ლილუაშვილის დაკავებას ვერ ვხსნი დღემდე, ეს იყო მოულოდნელობა, ამას ვერ წარმოვიდგენდი, შესაძლოა გადამდგარიყო, ან კონფლიქტი ყოფილიყო, რის გამოც ის გუნდიდან წავიდოდა, თუმცა, ის, რომ მთლად საპატიმროში აღმოჩნდებოდა ლილუაშვილი, ამას ვერ წარმოვიდგენდი. განსხვავებით ღარიბაშვილისგან, ლილუაშვილი სერიოზული ადამიანია, მასთან საუბრობდა ივანიშვილი, მას უსმენდა, აზრებს ეკითხებოდა.  შესაბამისად, არნაირი ვერსია არ მაქვს, მისი დაკავების მიზეზი. ფაქტია, რომ იგივე ამბავთან გვაქვს საქმე, ეჭვიანობის, კონსპირაციის, როდესაც ის დარწმუნდა, თუ დარწმუნეს, რომ მანაც უღალატა. მიზეზი, რაც არ მესმის არის ის, რომ ივანიშვილმა დაიჯერა რომ ლილუაშვილმა უღალატა და კობახიძესი სჯერა, რომ არ ღალატობს და არ უღალატებს. როგორ დაიჯერა, რომ შესაძალოა -მდინარაძის დუეტი აღმოჩნდეს მისთვის უფრო სანდო და საიმედო საყრდენი, ვიდრე, ის რა ურთიერთობაც და რა ტიპის ერთგულებაზე დაფუძნებული პარტნიორობაც ჰქონდა ლილუაშვილთან,- განაცხადა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა