თინა ხიდაშელი: ლევან იზორია და გენერალი ჩაჩიბაია ცარიელი ადგილები არიან

“ლევან იზორია და გენერალი ჩაჩიბაია ცარიელი ადგილები არიან” – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, სრულად წარმოსადგენია, რომ ლევან იზორიამ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ მედიისგან გაიგო, რადგან “ლევან იზორია არავინ არ იყო და გახარია მას არაფერს შეუთანხმებდა”.

კი წარმოსადგენია [რომ თავდაცვის მინისტრმა მედიიდან გაიგო ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ]. ეს შეიძლება იყოს სიმართლე, ზუსტად იმიტომ, რომ ლევან იზორია არავინ არ იყო, ისევე როგორც არავინ არ იყო არავინ იმ მთავრობაში და ეს არის წარმოსადგენი და ისევე როგორც დღეს არავინ არ არის ამ მთავრობაში. სრულიად წარმოადგენდა, რომ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს და მოქმედებები ხორციელდებოდეს ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდეთ ამ მთავრობის წევრებს ამის შესახებ.

ასე არ იყო კოალიციური მმართველობის დროს იმიტომ, რომ კოალიციური მმართველობის დროს არსებობდა შემაკავებელი ბერკეტები და იმიტომ არის, რომ ჩვენ ყველა ერთად, იმის მიუხედავად ვინ რომელ პარტიას გულშემატკივრობს და მხარს უჭერს, ვსაუბრობდით, ს წინ კოალიციური მმართველობის აუცილებლობაზე. 

ლევან იზორია არავინ არ იყო, ნული იყო მისი ფასი და დიახ, რა თქმა უნდა, მათ მიერვე სუპერ მინისტრად წოდებული გახარია მას არაფერს არ შეუთანხმდებოდა. ამაში დარწმუნებული ვარ, რომ ის მართალია ისევე, როგორც მართალი იყო, ალბათ, მაღალი ალბათობით გენერალი ჩაჩიბაია, რომელმაც იგივე ჩვენება მისცა გუშინ… ესენი არავინ არაფერს წარმოადგენენ და ცარიელი ადგილები არიან,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, პროკურატურიდან გამოსულმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს გახნა მედიით გაგო.