თინა ხიდაშელი – ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ – ის იმუქრება, მე კი ვეუბნები: დაველოდებით და ვნახავთ!

ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას ს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ , – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ თუ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციები არ დაემორჩილებიან, „არის ფინანსური ჯარიმები, შემდეგ მოხდება მათი ანგარიშების დაყადაღება და ისინი ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებენ“.
ს განცხადებით, ასპროცენტიანი გარანტიით შეუძლია თქვას, რომ 4 სექტემბრის, რეგისტრაციის ვადის ამოწურვის შემდეგაც, ზუსტად ისე და იმ მასშტაბით გააგრძელებს მუშაობას, როგორც დღეს მუშაობს.
„არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 4 აგვისტოდან გვიჩნდება რეგისტრაციის ვალდებულება, რომელიც 1 თვე გაგრძელდება. 4 სექტემბერს, ვინც არ იქნება რეგისტრირებულიო, სახელმწიფოს შეუძლია დაიწყოს ინდივიდუალური წარმოებები ჩვენს იძულებით დასარეგისტრირებლად. ისევ არ დავრეგისტრირდებით და ამას მოჰყვება პირველი ჯარიმა, 25 000 – ლარიანი და რომელსაც, ასევე, არ გადავიხდით, მე არ ვაპირებ, რომ გადავიხადო. ამაზე ამბობს კალაძე, მისი ვერსია ასეთია, რომ შემდეგ კიდევ ერთხელ დამაჯარიმებენ 10 000 ლარით, კიდევ არ გადავიხდი, მერე დაგვაყადაღებენ. რომ დაგვაყადაღებენ, ანგარიში გაჩერდება, ქონება გაქრება, ჩვენ გავჩერდებით და ვერაფერს ვეღარ გავაკეთებთ. ასპროცენტიანი გარანტით გეუბნებით, 4 სექტემბრის შემდეგად, 10 სექტემბერსაც, 20 სექტემბერსაც და 10 ოქტომბერსაც, ზუსტად ისე, ზუსტად იმ მასშტაბით, ზუსტად იმგვარადვე გავაგრძელებ საქმიანობას, როგორც დღეს ვმუშაობ. ვინ ვის დაიჭერს და ვინ ვის დასჯის, ამას კახა კალაძეს ვაყურებინებთ 26 ოქტომბრის შემდეგ. ის იმუქრება, მე კიდევ ვეუბნები, რომ ვინ ვის დასჯის 26 ოქტომბრის შემდეგ, ამას ყველა ერთად დაველოდებით და ერთად ვნახავთ. კახა კალაძემ ვინ უნდა შეაშინოს, არ გადამრიოთ, ამ ჩვეულებრივმა „გაზპრომის“ ხელის ბიჭმა. ვის უცხო ქვეყანასთან ურთიერთობებზე ლაპარაკობს, როცა კაცი ჩვეულებრივი ხელის ბიჭი იყო, როცა ენერგეტიკის მინისტრი იყო. გამოცდილი იურისტი ვპირდები, რომ ეს კანონი გაუსკდებათ ჰაერის ბუშტივით“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, მას თავდაცვის გეგმა აქვს და შეუძლია კოლეგებსაც გაუზიაროს.
„ნებისმიერ თავდასხმას მოჰყვება თავდაცვა და რა თქმა უნდა მე თავდაცვის გეგმა მაქვს და მზად ვარ ეს თავდაცვის გეგმა გავუზიარო ყველა ჩემს კოლეგას. ყველა ქვეყანაში ვინ როგორ მოიქცა ზეპირად ვიცი და ისიც ვიცი, როგორი იყო სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული თავდაცვის ზომები“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების დაპატიმრების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
„ისეთ ტემპი აქვთ აკრეფილი და ისეთ ტალღაზე აირან, რომ გულწრფელად რომ გითხრათ, აბსოლუტურად არაფერი არ გამიკვირდება. არ გამიკვირდება, რომ სააკაშვილის დროს რომ აპატიმრებდნენ ადამიანებს, იარაღით და ნარკოტიკით ყველას, ერთმანეთის მიყოლებთ, ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. რა თქმა უნდა, ეს მაგალითიო თეორიულად მომყავს, მაგრამ იმდენი რამ იყო წარმოუდგენელი და შეუძლებელი და მოხდა, როგორ შეიძლება რამე გამოვრიცხოთ, საერთოდ არაფერს არ გამოვრიცხავ, ირაკლი , რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ხელს მოაწერს ამის „იმედი მაქვს“ “, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ასევე დაგაინტერესებთ