: ვინ აღმოჩნდა მართალი?

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლიბაზე 4 ადამიანის დაღუპვას ეხმაურება :

,,ურემი რომ გადაბრუნდება …
ოღონდ რატომ უნდა ველოდოთ ურმის გადაბრუნდებას როცა, ამ ვითარების შესაბამისი სხვა სიბრძნეც ბევრი გვაქვს.
2020 წლიდან მოყოლებული ვწერდით, ვიკვლევდით, უტყუარი ფაქტებით ვყვებოდით ჩინეთის იმ სახელმწიფო კომპანიების შესახებ, რომლებიც ოცნებამ საქართველოში შემოიყვანა… მათი საგმირო საქმეების შესახებ ასობით ისტორიაა მთელს მსოფლიოში…
იმას რასაც მთავრობა არ აკეთებდა ჩვენ ვაკეთებდით, ვიკვლევრიდთ და ვაქვეყნებდით ძალიან კონკრეტულ საფრთხეებს, რისკებს რომელსაც მათი ჩვენთან გამოჩენა გამოიწვევდა.
პასუხად მივიღეთ ბრალდებების კორიანტელი,
აგენტობის შესახებ ბრალდებების სერიალი …
რუსული პროპაგანდა ფილმებს გვიძღვნიდა ….

ვინ აღმოჩნდა მართალი?
იყო თუ არა საფრთხე მრავალგზის სანქცირებული კომპანიებისთვის ისეთი მნიშვნლეოვანი პროექტების მინდობა და ადამიანების სიცოცხლით თამაში როგორიც გზები, ხიდები, გვირაბებია …
იძახეთ ეხლა ტაივანი და ტაილანდი …
კიდევ ერთხელ ჩვენი ანგარიშები ამ კომპანიების შესახებ, რომლის უხეირო საქმიანობასაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.”