თინა ხიდაშელი: ბრიტანული სანქციები ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების კრებული პოლიტიკური ძალა, კეთროვანი ხარ

“ბრიტანული სანქციები ნიშნავს იმას, რომ შენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების კრებული პოლიტიკური ძალა, კეთროვანი ხარ” – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, გაერთიანებული სამეფოს მიერ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების შავ სიაში შეყვანას.

“სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი ფიქრობს, რომ სანქციების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერებს დაანახოს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში საქართველო ცივილური სამყაროს ნაწილი ვერ გახდება.

მთავარი ამბავია ის, რომ როდესაც ამხელა თანამდებობის პირები სანქცირდებიან, ეს არის მორიგი დადასტურება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დღემდე სიგიჟეში და ბოდვებში არიან ამ ხელისუფლების გასამართლებლად, რომ პოლიტიკური მაგიდები აღარ არსებობს, როცა ერთი მხრივ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს ასანქცირებენ, მეორე მხრივ, მთავარ პროკურორს ასანქცირებენ. მესამე, თავად რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ეძახიან ამ საგამოძიებო სამსახურს, ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტის ხელმძღვანელს გისანქცირებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ შენ, როგორც სახელმწიფო ინსტიტუცია, როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების კრებული პოლიტიკური ძალა, კეთროვანი ხარ.” – განაცხადა თინა ხიდაშელმა. 

დიდმა ბრიტანეთმა გუშინ ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო, საქართველოს მთავარ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს და კიდევ სამ მაღალჩინოსანს – შს მინისტრის მოადგილეს შალვა ბედოიძეს, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფორსს – კარლო (კოკა) კაციტაძეს და -ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეს მირზა კეზევაძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ