თინა ხიდაშელი – ალბათ, ეს არის რუსული პროპაგანდის წარმატება საქართველოში, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გაბედა და ყველა, ვინც ევროკავშირის დროშით არის ხელში, გაუტოლა მათ, ვინც 1989 წელს საბჭოთა დროშით იყო წარმოდგენილი

ალბათ, ეს არის რუსული პროპაგანდის წარმატება საქართველოში, რომ გაბედა ამ ქვეყანაში, თავის თავს რომ ხელისუფლებას ეძახის, იმ პარტიამ დღეს, 9 აპრილს გვითხრა, რომ ვერ ხედავს განსხვავებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, ვერ ხედავს განსხვავებას რუსულ დროშასა და ევროკავშირის დროშას შორის და ყველა, ვინც ევროკავშირის დროშით არის ხელში, გაუტოლა მათ, ვინც 1989 წელს საბჭოთა დროშით იყო წარმოდგენილი, – ამის შესახებ “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელმა თინა ხიდაშელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
ხიდაშელის შეფასებით, პრემიერ-მინისტრი, ზუსტად ისე უწოდებს ქუჩაში გამოსულ ადამიანებს მტრებსა და რადიკალებს, როგორც მაშინ საბჭოთა მომხრეები უწოდებდნენ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ქართველებს.
“1989 წლის აპრილის დღეებში ქვეყანა ნამდვილად იყო სრულიად ერთსულოვანი და ერთიანი ძალიან პატარა ჯგუფის გარდა, რომელიც კომპარტიის ცეკა-ში სხვა ამბებს გეგმავდა. მახსოვს მაშინდელი სატელევიზიო ეთერები, ტექსტები, რომელიც ეთერიდან გვესმოდა, ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებდნენ, ბატონი ფოფხაძის ცნობილი გამოსვლა – ზუსტად ისევე გვეძახდნენ ქუჩაში მყოფ ადამიანებს ექსტრემისტებს, რადიკალებს და მტრებს, როგორც ახლა ირაკლი . განსხვავება ის არის, რომ მაშინ კობახიძის მამა იყო ექსტრემისტი, რადიკალი და მტერი – დღეს იმ მამის შვილი ჩვენ – ქუჩაში გამოსულ საქართველოს გვეძახის და გვახსენებს იგივე ტერმინებით.
მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ამის შემდეგ ერთიანი არ ყოფილა ეს ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო მომენტები, როდესაც ერთად იდგა, ერთიანი იყო ქართული საზოგადოება. ერთ-ერთი ასეთი ბოლო დღე იყო 2008 წლის 8 აგვისტო, როდესაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთხმად, ერთად გააკეთა განცხადება. გახსოვთ მაშინ, უკიდურესად დაპირისპირებული იყო პოლიტიკური სპექტრი მიხეილ სააკაშვილთან, ჩვენ ყველას გვქონდა განცდა, რომ ამ კაცმა ორი მოგვპარა, მაგრამ 8 აგვისტოს უკლებლივ ყველა იყო ერთად, ერთ პოზიციაზე, ერთი ამოცანისთვის. ყველამ იცოდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავდა ერთი მტერი, რომელიც მორიგ ჯერზე შემოგვესია – მას ს ფედერაცია და ერქვა (იმ მომენტში მედვედევის სახით წარმოდგენილი) და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ყველას ერთად უნდა გვებრძოლა. ყველამ გადადო გვერდზე ის დროშები, რომლებიც ქუჩაში გვეჭირა და ერთი დროშის ქვეშ, ერთი მთავარსარდლის გარშემო დაირაზმა მთელი ქვეყანა იმიტომ, რომ ქვეყანა იყო გადასარჩენი.
ალბათ, ეს არის რუსული პროპაგანდის წარმატება საქართველოში, რომ გაბედა ამ ქვეყანაში, თავის თავს რომ ხელისუფლებას ეძახის, იმ პარტიამ და დღეს, 9 აპრილს – დღეს, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის შეწირული ადამიანებით არის შესული ისტორიაში და ჩვენი დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადების დღეა, გვითხრა, რომ ვერ ხედავს განსხვავებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, ვერ ხედავს განსხვავებას რუსულ დროშასა და ევროკავშირის დროშას შორის და რომ ორივე მტერია და ორივე ებრძვის ამ ქვეყნის მომავალს და ყველა, ვინც ევროკავშირის დროშით არის ხელში, გაუტოლა მათ, ვინც 1989 წელს საბჭოთა დროშით იყო წარმოდგენილი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულებაზე საქართველოსა და “ქართული ოცნების” მიმართ და აღნიშნა, რომ რეზოლუციის პროექტი მზად არის, რომელსაც ევროკავშირის თითქმის ყველა სახელმწიფო ეთანხმება, თუმცა, მისივე განმარტებით, არსებობს უნგრეთის ფაქტორი, რომელიც უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ხელს უშლის.
“ევროკავშირში მზად არის რეზოლუციის პროექტი. მის შექმნაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნების უდიდესმა უმრავლესობამ. ვიცით, რომ ყველა მინუს ერთი ქვეყანა მომხრეა, მხარდამჭერია და არ აპირებს ამ რეზოლუციასთან მიმართებაში არც თავის შეკავებას და არც წინააღმდეგობის გაწევას, მაგრამ ევროკავშირს აქვს თავისი წესები. ამ წესებს, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებში, ჰქვია კონსენსუსი და, სამწუხაროდ, ეს კონსენსუსი არ არსებობს ს გამო. ეს კონსენსუსი არ არსებობს ბევრ სხვა თემასთან დაკავშირებითაც, საქართველო არ არის ერთადერთი თემა, რომელთა მიმართებაშიც ვიქტორ ორბანს სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
ბრიუსელთან მიმართებაში, სამწუხაროდ, ეს რეალობა ქმნის შეუძლებლობას, უფრო მკვეთრი და მკაცრი, გადამწყვეტი პოლიტიკის გატარების. რაც შეეხება ორმხრივს, აქ მეც მაქვს განცდა, რომ შეიძლება ზოგიერთ ქვეყანაში ხელი ჩვენც დავაკელით და ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა იმის მიუხედავად, თუ რამდენს იმუშავებ, ინტერესი ვერ გავაღვივეთ საქართველოსთან მიმართებაში და ზოგიერთ ქვეყანას არასოდეს, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის არსებობის მანძილზე არც არაფერი საქართველოსთან მიმართებაში არ უთქვამს, გადაწყვეტილებები არ მიუღია, ამიტომ ყველას ერთი პრიზმიდან დანახვა არ იქნებოდა სწორი, მაგრამ კი, არიან ევროკავშირში ორმხრივ ურთიერთობებში სახელმწიფოები, რომლებთანაც სრულიად მინიმალიზებული იყო ურთიერთობები.
მე ველი, რომ გერმანიაში ახალი მთავრობის ფორმირების საბოლოო დასრულების კვალობაზე ჩვენ ვიხილავთ მორიგ გადაწყვეტილებებს და ამის მოლოდინი და იმედი ნამდვილად მაქვს. ასევე მაქვს მოლოდინი, რომ არც დიდი ბრიტანეთი გაჩერდება იქ, სადაც ახლა ვართ მათთან ურთიერთობაში. მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური განცხადებებიდან საქმეზე გადავა საფრანგეთი”, – აღნიშნა ხიდაშელმა.