თინა ხიდაშელის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ ანაკლიაში ჩინურ კონსორციუმზე დღეს გამოაცხადეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ს განცხადებით, ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმის შერჩევაზე განცხადების სწორედ დღეს გავრცელებით ხელისუფლებამ დასავლელ პარტნიორებს მორიგი გამოწვევა გაუგზავნა.
მისი თქმით, მოსალოდნელი და გარდაუვალი იყო, რომ ხელისუფლება ანაკლიის პორტის ასაშენებლად ჩინური კონსორციუმს შეარჩევდა, რადგან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ შარშან ჰქონდათ მიღებული.
თუმცა ხიდაშელი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ სწორედ რუსული კანონის მიღებიდან მეორე დღეს განაცხადა.
ამის შესახებ თინა ხიდაშელმა „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
„ეს სავსებით მოსალოდნელი იყო. ამაზე 1 წელია ვსაუბრობთ. უბრალოდ, ხელისუფლებამ გადაავადა ის, რაც გარდაუვალი იყო მათი გადაწყვეტილებების შესაბამისად. შარშან ზაფხულში, როცა ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა სრულიად კაპიტულანტურ სამარცხვინო დოკუმენტს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, სადაც ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ ჩინეთს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების ნაწილში ოკუპაციაზე და ქმედით ღონისძიებებზე ესაუბრა, როგორც მაგალითად, კვიპროსის შემთხვევაში. მათ ერთმნიშვნელოვნად გვითხრეს, რომ ჩინური კომპანიები საქართველოში მოვიდოდნენ სამი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მიმართულებით. ეს იყო: ანაკლიის პორტი, მათ მიერ წამოწყებული თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელმაც ქვეყნის და დედაქალაქის მთავარი დამცავი სამხედრო ბაზა უნდა გაგვიუქმოს და მცირე ჰესების პროექტები, რომელიც შესთავაზეს მათ. ეს ღარიბაშვილმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ტელევიზიასთან ინტერვიუში პირდაპირ თქვა. ამიტომ აქ არც გასაკვირი და არც სიახლე არაფერი არ არის“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს ხელისუფლები ავტორიტარიზმის გზას დაადგა და პოლიტიკურად მათი საყრდენი ა, ხოლო ეკონომიკურად „დივერსიფიცირებისთვის“, რუსეთთან ერთად, ჩინური ალტერნატივა აქვთ.
„თავისთავად ის, რომ დღეს გამოაცხადეს, კიდევ ერთი დასტურია, რომ მორიგი გამოწვევა გაუგზავნეს ჩვენს პარტნიორებს. ჯერ კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გაგვაფრთხილა, რომ უფრთხილდით ჩინურ და რუსულ კომპანიებს თქვენს სტრატეგიულ ობიექტებშიო. ზუსტად ამის გამო, დღეს ჯიბრზე [გამოაცხადეს]. საქართველოს ხელისუფლება ხომ ჯიბრში უდგას ყველაფერს, რაც დაგვაახლოებს დემოკრატიასთან, განვითარებასთან, ცივილიზებულ სამყაროსთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ გზით გადაწყვიტეს მოძრაობა. პირდაპირ შეგვიძლია დავარქვათ – ეს არის სპეცოპერაცია ქართული სახელმწიფოს თავისუფლების წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირი მნიშვნელობით წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯებით განჭვრეტილი სპეცოპერაცია ქვეყნის ცივილიზებულ-დემოკრატიული სამყაროდან ჩამოსაშორებლად და მისი რუსულ სივრცეში შესაყვანად“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
როგორც თინა ხიდაშელი ამბობს, არავის არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ თვეებში, აგონიაში მყოფი ხელისუფლება ძალიან სწრაფი ნაბიჯებით კიდევ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს.
„როცა ვამბობთ რუსულ სივრცეს, ეს არ ნიშნავს მხოლოდ ექსკლუზიურად რუსეთს, ეს ნიშნავს იმ ტიპის მმართველობის ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელიც რუსეთში, ბელორუსში, ჩინეთში და სხვა ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებში მოქმედებს. ამიტომ ეს კომუნისტური პარტიების იდეოლოგიებით გაჟღენთილი სივრცე არის მათი არჩევანი და ამ სპეცოპერაციას ატარებს ახლა საქართველოს ხელისუფლება. არავის არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემდეგ თვეებში, აგონიაში მყოფები ძალიან სწრაფი ნაბიჯებით დაუშვებენ კიდევ მეტ შეცდომას“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად კერძო ინვესტორად ჩინური კონსორციუმი — China Communications construction company Ltd, China harbour investment-თან ერთად — შეირჩა.
როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან (შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული) 20 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.
2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. საქართველოს მთავრობამ, – გიორგი გახარიას პრემიერობისას, – 2020 წლის 9 იანვარს განაცხადა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას უწყვეტდა.„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა და მასში შედიოდნენ Conti Internmational () და TBC Hodling (საქართველო).„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ (ADC) და მისი ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას აწარმოებენ.
მთავრობამ კი პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად მოსამზადებელი სამუშაოები 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია.
2023 წლის 20 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა, თუმცა ისინი არ დაასახელა.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, შერჩევის მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ.
მთლიანობაში კი, მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაში კერძო პარტნიორობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ. იმ ორი კომპანიიდან, რომელიც შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, ერთი დანაა, ხოლო მეორე- ასევე ჩინეთიდან.
თუმცა გასულ წელს ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ასევე განცხადა, რომ ბაქო დაინტერესებულია საქართველოსთან ერთობლივი პროექტების განხორციელებით, მათ შორის ანაკლიის პორტით. თუმცა, თუ საქართველოს მთავრობის მიერ აქამდე გახმიანებულ ინფორმაციას დავეყრდნობით, ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორობის სურვილი კონკურსში მონაწილეობით მათ არ გამოუხატავთ.
კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამარჯვებულს გამოავლენს და ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს დაიწყებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
კერძო ინვესტორთან ერთად უნდა დაფუძნდეს პორტის მშენებელი ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო 51%-ის მფლობელი იქნება, ხოლო კერძო პარტნიორი — 49%-ის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ოფისზე ტერორისტული აქტის უშუალო ორგანიზატორები პრემიერად წოდებული კობახიძე და დიტო სამხარაძე არიან – შეუძლებელია ტერორიზმმა პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს