თინა კანდელაკი: ქართველებო, დარწმუნებული ვარ, დღეს მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ

ეს დღეებია, ბევრი ადამიანი საქართველოზეა ფოკუსირებული. ჩვეულებრივი ს ნაცვლად, ისინი ამ არჩევნებს “ცივილიზაციურ არჩევანს” უწოდებენ, თუმცა, როგორც მე მესახება, ქვეყანამ არჩევანი რამდენიმე წლის წინ უკვე გააკეთა.

ჩემ ხალხს მათი ანტიკური ისტორია, ტრადიციები და კულტურა ახსოვს. ეგრეთ წოდებული “ევროპული გზა” ჩვეულებრივი კოლონიზაციაა და უარყოფაა ყველაფრისა, რასაც ისინი ფლობენ. რა აზრი ჰქონდა 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, თუ ორივე, ვაშინგტონიც და ბრიუსელიც აბსოლუტურ მორჩილებას მოითხოვენ?

თქვენ იცით, რომ მე მდიდარ და კარგად დაპურებულ საბჭოთა საქართველოში დავიბადე. მახსოვს 90-იანების რთული დრო და სიღარიბე, მახსოვს უსაფუძვლო იმედები სააკაშვილზე, რომ “უცხო ქვეყნები დაგვეხმარებოდნენ”. არ ვიცი, რამდენად გულუბრყვილო უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ 2024-ისთვის კეთილი ამერიკელი და ევროპელი ბიძის ჩამოსვლას დალოდებოდა, რომელიც მას ფულით სავსე ჩემოდანს ჰპირდებოდა.

ერთადერთი რამ, რაც მათ შეუძლიათ მოგიტანონ, არის იარაღი რუსეთთან საომრად და ამისთვის თქვენ თქვენი ფულით, სისხლით და შუა საუკუნეებში დაბრუნებით გადაიხდით. თანამედროვე ამის ნათელი მაგალითია.

ქართველებო, მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. თქვენ დამოუკიდებლობას, ტრადიციებს, მშვიდობასა და მეზობლებთან მეგობრობას აირჩევთ. და თქვენთვის ეს 21-ე საუკუნის უდიდესი გამარჯვება იქნება.

არიგებს ქართველ ამომრჩეველს კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი Telegram-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: ჩვენი გამარჯვების მთავარი დასტური არის ის, თუ როგორ იქცევა „ქართული ოცნება“ – გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი, „ევროპული ხმის მცველები“ დააკავეს აბსოლუტურად უკანონოდ