თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა 5 000 ლარით დააჯარიმეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბოკუჩავა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, ჯარიმა საცხოვრებელ მისამართზე ფოსტამ მიუტანა.
„მას შემდეგ რაც პოლიციამ ჩვენს საცხოვრებელ სახლში ჩემი ორწლინახევრის ტყუპები და მათი ძიძა დააწიოკა, დღეს უკვე ფოსტამ მომართვა 5000 ლარიანი ჯარიმა. სასაცილოები ხართ, თუ გგონიათ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ, ვინმეს ჯარიმით შეაშინებთ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია