თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე – დღეს, როგორც არასდროს, მჯერა იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ

26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ჩვენი ერთიანობით ზუსტად 100 დღეში ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ს ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს.
„26 ოქტომბრამდე დარჩა ზუსტად ასი დღე, ასი დღე გამარჯვებამდე. მაშინ, როდესაც ს ცდილობს ქართული საზოგადოება დაყოს და დააპირისპიროს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, რადგან ერთიანობით ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, ერთიანობით გავიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენიც ქვეყანა და ერთიანობით გადავარჩენთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს. დღეს, როგორც არასდროს მჯერა გამარჯვების და იმის, რომ ზუსტად 100 დღეში ჩვენ ყველა ერთად დიდ ეროვნულ გამარჯვებას ვიზეიმებთ”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია მეგრელიშვილი: მერე რა, რომ რიკოთი წვიმაში თავზე გაცვივა და გარშემო სოფლები მიწამ ჩაყლაპა? მერე რა, რომ უნივერსიტეტებს დახურავენ? მერე რა, რომ ბრწინვალე ქირურგი სამსახურიდან გააგდეს? მერე რა, რომ…