თინა ბოკუჩავა – 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ეროვნულ ღირსებას – დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს

მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა, გავაგონო აკვარიუმით მოძრავ ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის! 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს , – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ზუგდიდში განაცხადა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას.
“მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, მივესალმები ზუგდიდს, სამეგრელოს. ჩემთვის მართლა განსაკუთრებული პატივია, რომ დღეს ვარ თქვენთან ერთად, ვართ ზუგდიდში.
მაქვს ძალიან დიდი პატივი, რომ მივმართო ხალხს, რომელმაც ყველაზე კარგად იცის საკუთარი ტრადიციების, მიწის, კულტურის და რაც მთავარია ყველაზე ძვირფასი – თავისუფლების ფასი. მეგრული ენა, სიმღერა, ტრადიციები, საქართველოს მრავალფეროვნების და უნიკალურობის სიმბოლოა და ქმნის ჩვენ საერთო ეროვნულ იდენტობას, რომელიც უნიკალურად ქართულია და ამავდროულად ჭეშმარიტად ევროპულია. სამეგრელო ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობდა საქართველოს ისტორიაში. სწორედ სამეგრელოდან, მარტვილის მონასტერში გიორგი ჭყონდიდლის აღზრდილმა დავით აღმაშენებელმა შექმნა ქართული ძლიერების ჯერ არნახული ისტორია. დიახ, სწორედ სამეგრელოდა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა წალენჯიხიდან დაიწყო , რომელმაც ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ისტორიაში მოუტანა ყველაზე დიდი წინსვლა და ყველაზე დიდი აღმშენებლობა 2003 წლის შემდეგ. ზუსტად ეს აშინებს ივანიშვილს, ზუსტად ის აშინებს, რომ იცის თუ როგორი გაუტეხელი, მამაცი, ერთგული, თავისუფლების მოყვარეა მეგრელი ხალხი, როგორი თავისუფლების მოყვარეა სამეგრელო. ივანიშვილის ამ შიშის გამოვლინება იყო ზუსტად ცოტახნის წინ ზუგდიდში თავდასხმა ჩვენს მხარდამჭერებზე – ანი წითლიძეზე, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებზე.
დიახ, ეს იყო ივანიშვილის „ქართული ოცნების“ შიშის გამოვლინება მაშინ, როდესაც ჩვენი მხარდამჭერები ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ ზუგდიდში, საქართველოს ევროკავშირის პასპორტს, ჩვენს პროგრამას თუ როგორი იქნება საქართველო მას შემდეგ, რაც მოვიშორებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და ჩვენი ქვეყანა გახდება ევროკავშირის ამაყი, ღირსეული წევრი – ამ დროს აკვარიუმით მოსიარულე დამფრთხალი ივანიშვილი, რომელსაც გარწმუნებთ, რომ სულ მალე ამერიკული ფინანსური სანქციები ელოდება, ცდილობს საქართველოს უახლეს ისტორიის რუსულად გადაწერას და ქართველ ხალხს ოკუპანტის წინაშე ბოდიშის მოხდას სთხოვს.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან, რომელმაც ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა მოუპოვა; საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ს სახელით, რომელსაც სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვის გამო რუსული რეჟიმი დღეს დევნის; მერაბ კოსტავას, გიგა ოთხოზორიას სამშობლოდან, სამეგრელოს გულიდან, ზუგდიდიდან კიდევ ერთხელ მინდა გავაგონო ივანიშვილს ჩვენი ხმა – სამეგრელო ბოდიშს არ იხდის, ქართველი ხალხი, ქართული სახელმწიფო მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის!
26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ პრეზიდენტ სააკაშვილს. 26 ოქტომბერი არის დღე, როდესაც საქართველო დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას. გპირდებით, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის სახელით, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და ძალიან მოკლე დროში ჩვენი ქვეყანა იქნება ევროკავშირის ღირსეული წევრი, ჩვენ მოვიტანთ ევროპულ ხელფასებს, ევროპულ ჯანდაცვას, ევროპულ განათლებას და დიახ, ევროპულ პასპორტს.
აქ, ზუგდიდში თქვენ ყველაზე კარგად იცით რეალურად რა არის ჩვენი ქვეყნის გამთლიანების მთავარი გასაღები – ევროკავშირის პასპორტი, ევროკავშირში გაწევრიანება და ამიტომ, 26 ოქტომბერს მე მჯერა ზუგდიდი, სამეგრელო და მთელი საქართველო აირჩევს ევროპულ კეთილდღეობას. მჯერა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს აღმშენებლობას, ავაშენებთ ლაზიკის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის იდეა სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილს ეკუთვნის. სამეგრელო გახდება ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საზღვაო კარიბჭე, შეიძენს მთავარი ეკონომიკური სტრატეგიული ცივილიზაციური შემაკავშირებლის როლს. საქართველო ისევ გადება მსხვილი რეგიონული მოთამაშე. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად ჩვენ კვლავ შევქმნით საქართველოს წარმატების, წინსვლის და აღმშენებლობის ისტორიას. ქართულ საოცრებას, რომელიც შთაგონების წყაროც იქნება მთელი მსოფლიოსთვის.
მე ამაყი ვარ, რომ დღეს ჩვენთან ერთად არის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, ქალბატონი გიული ალასანია. ქალბატონი, რომელიც განასახიერებს ერთის მხრივ დედობრივ სითბოსა და სიყვარულს, მაგრამ მეორეს მხრივ წარმოუდგენელ სიმამაცეს და გაუტეხელობას. ქალბატონი, რომელიც ერთის მხრივ დიდ ტკივილს ატარებს გულში, მაგრამ მეორეს მხრივ დიდ, გაუტეხელ, გამარჯვების რწმენას, რომ სწორედ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, ქართველ ხალხთან ერთად ერთიანობით, „ნაციონალური მოძრაობა“ 26 ოქტომბერს გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!