თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

„ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ – თავდასხმაში „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თეონა ქარდავა მონაწილეობდა, ხოლო მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, საკრებულოს წევრი თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი – დიმა გოგოხია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
„მინდა გუშინ ზუგდიდში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე თავდასხმას გამოვეხმაურო, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ დელეგატის, დათო კოდუას მამის, ოთარ კოდუას მიერ.
„ქართული ოცნების“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის წევრს, ანი წითლიძეს და „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თავდასხმაში მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ თანამშრომელი, თეონა ქარდავა, რომელიც წარსულშიც აგრესიული მოქმედებებით ოპოზიციის მიმართ გამოირჩეოდა და ჩვენი ოფისის დარბევაში მონაწილეობდა.
მითითებებს იძლეოდნენ „ქართული ოცნების“ წევრი გია სალია, „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრი, თაზო ფაცაცია და მათთან დაკავშირებული პირი – დიმა გოგოხია.
თვითმხილველების მტკიცებით, თავდამსხმელები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თავს დაესხნენ მაშინ, როდესაც ისინი ქალაქ ზუგდიდში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს ხვდებოდნენ და საქართველოს ევროკავშირის პასპორტს არიგებდნენ, სადაც გაწერილია კონკრეტული სიკეთეები, რასაც საქართველოს მოქალაქეები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მიიღებენ. მაშინ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში საქართველოს უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხე ემუქრება.
12 წელი ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას – მათ შორის ქალებს – ფიზიკურად უსწორდება – უკვე დამარცხებულია“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გუშინ, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე მოქალაქეებთან წინასაარჩევნო შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თავს დაესხნენ. პარლამენტის წევრის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის, ანა წითლიძის განცხადებით, თავდასხმაში 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ