თინა ბოკუჩავა – წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ

წალენჯიხის ბაზარში უამრავ ადამიანს ვხვდებით, რომელთაც ხელისუფლების ცვლილებების მოლოდინი აქვთ. ჩვენ ერთიანობით უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღეობა და უარი უნდა ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რასაც ივანიშვილი 12 წელია სთავაზობს მოსახლეობას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება.
„დღეს ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც ყველა პირველკლასელ მოსწავლეს, მშობელს მივულოცეთ სასწავლოს პროცესის დაწყება. ასევე, ვისაუბრეთ უფასო სასკოლო კვებაზე, რომელიც წარმატებით დანერგა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წალენჯიხაში და ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ყველა საჯარო სკოლაში დავნერგავთ იმისთვის, რომ არცერთ ბავშვს საგაკვეთილო პროცესზე არ შიოდეს. ახლა უკვე ვიმყოფებით წალენჯიხის ბაზარში, სადაც უამრავ ადამიანს ვხვდებით და ყველას მოლოდინი არის ხელისუფლების ცვლილება. ჩვენ ერთიანობით შეგვიძლია მოვიტანოთ ცვლილება, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ევროპული კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება 12 წელია სთავაზობს ხალხს”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა