თინა ბოკუჩავა: ცესკომ არჩევნების წინა დღეს ჩაანაცვლა „სმარტმატიკის“ ბრენდირებული მარკერები

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მათ მოიპოვეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, მ ელექტრონული ტექნოლოგიების მიმწოდებელი კომპანია “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები ს წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით. ამის შესახებ ბოკუჩავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასთან კომენტარში თქვა.
ისინი სასამართლოზე ამ მტკიცებულების წარდგენის შუამდგომლობას დააყენებენ.
სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმების ბათილობას, შესაბამისად, 27 ოქტომბრის საარჩევნო შედეგების სრულად ბათილობას, რადგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციური სამი პრინციპის: ფარულობის, თავისუფალი ნების და საყოველთაობის ყველა უბანზე ტოტალურად დარღვევას. ამასთან ერთად, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, მათ შორის იმას, რომ ცესკომ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით “სმარტმატიკის” ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც მტკიცებულების სახით წარვადგენთ დღეს სასამართლოში სხვა მტკიცებულებებთან ერთად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი განმარტებით, არაბრენდირებული მარკერები ტოვებდა იმ კვალს, რის საფუძველზეც შეილახა ფარულობის და შესაბამისად, თავისუფალი ნების გამოხატვის პრინციპები, “რაც გახდა სწორედ მასობრივი კონსტიტუციური პრინციპების დარღვევის საფუძველი”.
“დღეს მოსამართლე ივერი აბაშიძეს აქვს შესაძლებლობა, რომ დადგეს ქართველი ხალხის მხარეს, დაიცვას კანონი და საქართველოს კონსტიტუცია ან მიტაცებული არჩევნების გამართლების პოლიტიკური დავალება შეასრულოს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიტაცების მცდელობა და ივანიშვილის სხვა პაიკებთან ერთად მას შეუძლია საქართველოს უახლეს ისტორიაში შევიდეს ან ისტორიის ნათელ მხარეს, სადაც დაიცავს ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, კანონს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, ან დაეხმაროს ივანიშვილს მოპარული არჩევნების მიტაცებაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისთვის რადიო თავისუფლება ცესკოს დაუკავშირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა, ამ საკითხზე მედიის შეკითხვას არ უპასუხა.
დღეს, 13 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სამი გაერთიანებული სარჩელის განხილვა უნდა გაიმართოს.
ცესკოს წინააღმდეგ დავობენ პარტია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, კოალიცია “ძლიერი საქართველო” და არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა – ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, არ აღიარებენ და მოითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში რჩება მეოთხე ვადით. ამ არჩევნებზე მოსახლეობის 90-მა პროცენტმა ხმა ელექტრონული სისტემების გამოყენებით მისცა – ელექტრონულ უბნებზე ხმის ფარულობის უფლების დარღვევა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი იდენტიფიცირებული პრობლემაა.
არჩევნების დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ საქართველოს პარტნიორებიც დასავლეთში. საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნის პარალელურად, არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიებას ცესკოს მოთხოვნით აწარმოებს საქართველოს პროკურატურა. ამ საქმეზე უკვე გამოიკითხნენ ოპოზიციური ლიდერები, გამოძიება აპირებს პრეზიდენტ ს გამოკითხვასაც.