თინა ბოკუჩავა: ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასოდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად 

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს – ამის შესახებ კოალიციის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, “ცესკომ ივანიშვილის ბინძური დაკვეთა შეასრულა”.

ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასოდროს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ცესკომ შეასრულა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადა შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოჰპარა და ამით მოჰპარა ევროპული მომავალი. ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარული და მიტაცებული ს შედეგებს არ ვიღებთ. ამ მოპარული და მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ.

დიდი იმედი გვაქვს, რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე. მიგვაჩნია, რომ ხალხის მოპოვებული გამარჯვება ეკუთვნის ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ნდობის მანდატი მისცა ხალხმა და არა ერთეულ პარტიას.

ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. უკვე შევხვდით მომავალ კოალიციურ პარტნიორებს და დარწმუნებული ვარ, შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური. დარწმუნებული ვარ, უახლოეს საათებში გავაკეთებთ განცხადებას, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

 

ასევე დაგაინტერესებთ