თინა ბოკუჩავა – ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ და ახალ ხარისხში გადავიყვანოთ აშშ-სთან ურთიერთობები, შემოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები და მივიღოთ უვიზო მიმოსვლა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კოალიციის ლიდერთან, სთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით -ში, ჩიკაგოში იმყოფება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ბოკუჩავა ვიზიტის ფარგლებში დემოკრატიული პარტიის კონგრესს დაესწრება, რომელზეც კამალა ჰარისს, როგორც დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ოფიციალურად წარადგენენ.
მათივე ცნობით, დემოკრატიული პარტიის კონგრესს აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი გახსნის.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით ესაუბრონ.
„რამდენიმე კვირის წინ ვიმყოფებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ კონგრესზე, ახლა ვიმყოფებით „დემოკრატიული პარტიის“ კონგრესზე, სადაც მოხდება ს წარდგენა, როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვესაუბროთ ამერიკელ „ლიდერშიფს“ საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის აღდგენასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგიული, უმნიშვნელოვანესი ურთიერთობა ივანიშვილის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ნაბიჯებმა დააზიანა. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ აღვადგინოთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები, მოვიტანოთ ამერიკული ინვესტიციები, მივიღოთ უვიზო მიმოსვლა აშშ-თან და გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობა ახალ ხარისხში, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკური მიმართულებით ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ