თინა ბოკუჩავა – ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს თხოვნა, რომ ისინი საქართველოში ხშირად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიც 26 მაისია

26 მაისი არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან – ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის ინტერესს აღარ წარმოადგენს, შესაბამისად, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“.
„ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ყოველთვის გვაქვს თხოვნა, რომ ისინი საქართველოში ხშირად ჩამოვიდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან თარიღებთან დაკავშირებით, როგორიც 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, ეს არის თარიღი, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, რომლებიც დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან – ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველომ ეს სიმწირით მოპოვებული დამოუკიდებლობა დაკარგოს და რუსეთს ჩააბაროს.
დარწმუნებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ევროპაში ბევრი სხვადასხვა პრიორიტეტია, ჩვენი პარტნიორები ამ დღეს ჩვენთან ერთად გაიზიარებენ, აქ თბილისში.
ივანიშვილის რეჟიმი, რომელსაც ხელისუფლებად ვერ მოვიხსენიებთ, რადგან ხელისუფლების პირობებში ძალაუფლება ხალხშია, დღეს კი ექსკლუზიური ძალაუფლების წყაროა ივანიშვილი, რომელმაც რუსული სპეცოპერაციით, ხელში ჩაიგდო ძალაუფლება – ქართველი ხალხის თავისუფალი ნების წინააღმდეგ. მსგავს რეჟიმს არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებულება ქართველ ხალხთან, შესაბამისად არც ის შეუძლია, რომ ქართველ ხალხთან ერთად იზეიმოს მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიც არის 9 აპრილი, ან 26 მაისი.
ისინი აღარ წარმოადგენენ ქართველი ხალხის ნებას, მათ არცერთი ისტორიული თარიღის აღნიშვნა ქართველ ხალხთან ერთად აღარ შეუძლიათ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა გოგოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, როგორც ტრამპს მისწერეს წერილი, ზუსტად ისე მისწერეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს – ევროპელებმა გამოიყენებს შესაძლებლობა, რომ დაელაპარაკონ და ირაკლი კობახიძე სამიტზე მიიწვიეს