თინა ბოკუჩავა – შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან

შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება საქართველოს მთავრობის მეთაური, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მოხარულია , რომ მოხარული საქართველოს პრეზიდენტი, შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ქვეყნის ინტერესი.
„ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური არ იქნება წარმოდგენილი ამ ძალიან მნიშვნელოვან მსოფლიო სამიტზე, რომელიც ტარდება შვეიცარიაში, სადაც წარმოდგენილნი იქნებიან მსოფლიო ლიდერები 80-მდე ქვეყნიდან, მათ შორის უმაღლეს დონეზე -ის მხრიდან, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ივანიშვილის პოლიტიკური მარიონეტები საერთაშორისო იზოლაციაში არიან და მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეძლებს წარმოადგინოს საქართველო და დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ