თინა ბოკუჩავა – ყველა ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ქვეყნის ევროპულ მომავალს

ძალიან სიმბოლურია, რომ ევროპის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, სადაც მიწვეული ვიყავით ევროკავშირის ელჩის მიერ, არ არის წარმოდგენილი ივანიშვილის პარტიის არც ერთი წევრი იმიტომ, რომ ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ ხედავს, რომ ივანიშვილის პარტიამ გადაუხვია ევროპულ გზას, უღალატა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტერესს , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ რუსთაველის თეატრში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ გალაკონცერტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ხელისუფლება “რუსული კანონის” და დასაცავად უპირისპირდება საკუთარ მოქალაქეებს.
“ძალადობა დიმა ჩიქოვანის წინააღმდეგ, გია ჯაფარიძის, ს წინააღმდეგ და ყველა ახალგაზრდის წინააღმდეგ, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეების განმავლობაში, არის მცდელობა შეშინებული დიქტატორის ს, რომ საზოგადოება შეაშინოს. ამას ექნება უკუეფექტი, რომელიც გამოიწვევს არა შიშის გაღვივებას, არამედ კონსოლიდაციას, ურთიერთშეკავშირებას და ერთობას იმ რწმენით, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება”,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან, მისი თქმით “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის იურიდიული დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ თუ დაშავებულ პირს.
“აქვე უნდა ვთქვა, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მზად არის იურიდიული დახმარება გაუწიოს ყველა დაკავებულ თუ დაშავებულ პირს, მათ შორის, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც -მ გუშინ დააკავა. ეს არის ჩვენი საერთო ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ საერთო ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ