თინა ბოკუჩავა – ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მაგიდაზე დევს და განიხილება, მასში შედის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ

ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, მასში შედის პერსონალური სანქციების ოფცია ს, მისი გარემოცვის, კონკრეტული „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, „იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს“
-ს მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს დიდი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი აშშ დგას ქართველი ხალხის და მათი ევროატლანტიკური არჩევანის გვერდით. რა თქმა უნდა, ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც. ამ „ოფციებში“ შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების და ასევე, იმ მოძალადეების მიმართ, რომლებიც არბევენ, სცემენ და ემუქრებიან ახალგაზრდებს, მათ შორის ჩვენ, აქაც რომ მოვდიოდით, მაშინაც, ხარებად წოდებული დაჯგუფების წევრები პირადად გვემუქრებოდნენ მე და ს ფიზიკური ანგარიშსწორებით. ეს მოძალადეებიც, რა თმა უნდა, განიხილებიან სანქციებისთვის, რომელსაც აშშ იყენებს მაშინ, როდესაც ადგილი აქვს სახელმწიფო ტერორს საკუთარი მოქალაქეები წინააღმდეგ და ადამიანის უფლებების მასობრივ დარბევას“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!