თინა ბოკუჩავა – “ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა აღნიშნოს

“ქართული ოცნება”, რომელიც ბიძინობას აღნიშნავს და სკოლის სახელმძღვანელოებში შეაქვს ეს თარიღი, სხვას არ უნდა მოუწოდებდეს, ვინ რა თარიღი აღნიშნოს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
გამოეხმაურა „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებებს და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუცია“ მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობისთვის გარდამტეხი მომენტი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში.
“სწორედ “ვარდების რევოლუციის” რეფორმების შედეგად შეიქმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და გზა გაეკაფა ქვეყანას ევროპისკენ. ასე რომ, თუ “რუსულ ოცნებას” სურს, რომ ბიძინობა აღნიშნოს, აღნიშნონ მათ ბიძინობა, ჩვენ აღვნიშნავთ “ვარდების რევოლუციას”, გიორგობას და დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს საქართველოს ეყოლება კოალიციური, ევროპული ხელისუფლება, რომელიც უკვე ერთობლივად აღნიშნავს “ვარდების რევოლუციის” 21 წლისთავს”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება ერთობის მანიფესტს, ბოკუჩავა აცხადებს, რომ ვინც მანიფესტს ხელს არ მოაწერს, თავად აღმოჩნდება პარტიის მიღმა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში გაწერილია, თუმცა, მიიჩნევს, რომ პარტიის დატოვება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს.
“ადამიანებს, რომლებიც სამწუხაროდ, ნამდვილად არ იყვნენ ერთობაზე ორიენტირებულნი, ტყვეობაში მყოფი შესაძლებლობას აძლევს, ხელი მოაწერონ ერთობის მანიფესტს და კვლავ გავერთიანდეთ საერთო გამარჯვებისთვის და იმ დიდი ბრძოლისთვის, რომელიც 2024 წლის არჩევნებამდე გველოდება. მე მხოლოდ იმედი შემიძლია გამოვთქვა, რომ ეს ადამიანები ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ, თუ არ გამოიყენებენ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განმარტა, თავად აღმოჩნდებიან პარტიის მიღმა. პროცედურულ ტექნიკური ნაწილით არ დავინტერესებულვარ, თუმცა დარწმუნებული ვარ, გარიცხვის მექანიზმი წესდებაში არის გაწერილი, სავარაუდოდ, ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ან გენმდივანი ან პოლიტსაბჭო იღებს ამ გადაწყვეტილებას. სამართლებრივი ტექნიკური ნიუანსებით არ დავინტერესებულვარ, რადგან ვთვლი, რომ პარტიის დატოვება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავად პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს და ასე ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანები გამოიყენებენ ერთობის მანიფესტის შესძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“