თინა ბოკუჩავა – უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე რეალურია, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს შეეხოს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, მის გარემოცვას და არა მოქალაქეებს

უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე რეალურია, თუმცა ვმუშაობთ, რომ ეს შეეხოს მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს, მის გარემოცვას და არა ქართველ მოქალაქეებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, მუშაობენ, მათ შორის პოლონეთთან იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს არ გაუუქმდეთ.
„დანიაში საგარეო მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი საქართველოზე, რადგან ორ დღეში იწურება ის ვადა, რომელიც ევროკავშირმა განუსაზღვრა ივანიშვილის რეჟიმს კონკრეტული მოთხოვნების შესასრულებლად, თუმცა არანაირი ილუზია, რომ ივანიშვილი ამას შეასრულებდა, ჩვენ არ გვქონია. უვიზო რეჟიმის დაკარგვის რეალური საფრთხე არსებობს, რის წინაშეც საქართველოს მოქალაქეები დააყენა ივანიშვილის რეჟიმმა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ევროპულ დედაქალაქებთან და განსაკუთრებით პოლონეთთან, რადგან სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს არა საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არამედ ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმი გამოყენებული იქნას მიზანმიმართულად კონკრეტული ჯგუფების მიმართ – ივანიშვილი, მისი გარემოცვა, მისი კორუმპირებული ელიტა, მოსამართლეები, მოძალადეები, ამ მიზნით შევხვდით მათ შორის პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადისლავ სიკორსკის, რადგან სწორედ პოლონეთის თავმჯდომარეობის პირობებში გახდა შესაძლებელი, რომ ე.წ დროებითი შეჩერების მექანიზმის შერჩევითად გამოყენება არა საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ კონკრეტული ჯგუფების მიმართ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე: ევროკავშირმა სამუშაო დოკუმენტი გაავრცელა, სადაც რუსეთთან მოლაპარაკებების პირობებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარის გაყვანაა – ეს დადასტურებაა, რომ მეგობრებს ვახსოვართ

ირაკლი კობახიძე „იგლ ჰილსის“ პროექტზე – 147 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 – უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, 8 ბინა არაბული ქვეყნების მოქალაქეებმა, თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ქვეყანა

ირაკლი კობახიძე – მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში ბიუჯეტში შემოდის 300 მლნ ლარი და უცხოელი სტუდენტების ხარჯზე შექმნილია 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი – ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება

ირაკლი კობახიძე – ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეების 30% რუსეთის მოქალაქეა, შემდეგ ადგილზე არიან ინდოეთი და აზერბაიჯანი, უკრაინის მოქალაქეების რაოდენობა 5.9%-ია, ლტოლვილის სტატუსით კი 25 ათასამდე უკრაინელი ცხოვრობს