თინა ბოკუჩავა – ტყვეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების გაკეთება არასწორია

ტყვეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის კონტრშეთავაზებების და კონტრდოკუმენტების გაკეთება არასწორია, – ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან ს დოკუმენტს არაფორმალური მმართველობის წინააღმდეგ.
ბოკუჩავას თქმით, თავად ს ინიცირებულ ერთობის მანიფესტს მოაწერს ხელს და თუ ვინმესთვის პრობლემა ტექსტზე მუშაობის პროცესში ჩართვაა, ბოკუჩავა აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წევრთან შეუძლია განიხილოს სამუშაო ვერსია.
„ტყვეობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტისთვის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი საპატიო თავმჯდომარისთვის კონტრშეთავაზებების, კონტრდოკუმენტების, კონტრაქციების და კონტრღონისძიებების გაკეთება, ვთვლი, რომ ძალიან არასწორია და მე ვირჩევ და ყოველთვის ავირჩევ იმ გზას, რომელსაც გვთავაზობს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან ვთვლი, რომ ეს არის გზა გამარჯვებამდე, ამიტომ მე ვაწერ ხელს იმ ერთობის მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი გვთავაზობს და რომელზეც მასთან ერთად ვმუშაობთ.
გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია და პაპუაშვილის უკანონო გადაწყვეტილებით ჩვენც გვეკრძალება მასთან კომუნიკაციის დამყარება, ტექსტზე მუშაობის პროცესი მარტივი არ არის, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ ტექსტზე და ყველას შეუძლია ჩაერთოს, თუ ეს არის პრობლემა. თუ ესაა მთავარი პრობლემა, “ნაციონალური მოძრაობის” ნებისმიერ წევრთან შეგვიძლია გავიაროთ სამუშაო ვერსია, რომელზეც დღესაც მე პირადად მქონდა კომუნიკაცია პრეზიდენტ სააკაშვილთან. თუ ერთობის მანიფესტზე ხელმოწერის სურვილი არსებობს, საბაბად არ გამოდგება ის, რომ პროცესში ჩართვაში გარკვეული სირთულეებია, რადგან ეს სირთულეები ჩვენთვისაც არსებობს სააკაშვილის ტყვეობიდან გამომდინარე.
ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილება და პრეროგატივაა, მოაწერს თუ არ მოაწერს ხელს ერთობის მანიფესტს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ძალიან ცხადად განმარტა, რომ მათ, ვისაც სურთ გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წიაღიდან და გამოიყენონ მთავარი ოპოზიციური პარტიის პლატფორმა მათ შესთავაზა ერთობის მანიფესტი, ვინც ხელს არ მოაწერს, თავად დაიტოვებს თავს პარტიის მიღმაო, ეს იყო სააკაშვილის განაცხადი და იმედი მაქვს, ტყვეობაში მყოფ ადამიანს იგივე განცხადებებს არ გააკეთებინებენ უსასრულოდ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, ერთობის საკითხი არ დადგებოდა, რომ არ დაერღვიათ ერთობა და მენეჯმენტმა თვალი უნდა გაუსწოროს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს. მისივე განცხადებით, ერთობისთვის მათ წარმოადგინეს კონკრეტული ინიციატივა, რომელიც 40 ათასმა მხარდამჭერმა მოიწონა და თუ ვინმეს ერთობა სურს, ეს წინადადება მინიმუმ უნდა განიხილონ. “ამის ფონზე, პარტიის მენეჯმენტი გაჯიუტებულია შეცდომაში და 1 წუთიან აგრესიულ, უმდაბლესი პოლიტიკური კლასის კომენტარში, ავლენს და ამბობს იმას, რაც დაავალეს და რაც აკეთა, მთელი 9 თვე… ერთობის დაკვეთას და ნებას პასუხობს “მგლის ბილეთით”, – აცხადებს მელია.

ასევე დაგაინტერესებთ