თინა ბოკუჩავა – სრული პასუხისმგებლობით შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპაში უმაღლეს დონეზე ნამდვილად დგას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ

ს პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ – უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ საზოგადოება საერთო ძალისხმევით არ გაერთიანდება, ძალიან მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს.
ს პროპაგანდისტებისგან განსხვავებით საქართველოს მოქალაქეებს ნამდვილად ვერ და არ მოვატყუებ. უმაღლეს დონეზე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ნამდვილად განიხილება. მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ სამწუხაროდ, ეს საკითხი ნამდვილად ევროპაში უმაღლეს დონეზე დგას, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ხელისუფლების შეცვლას მოვასწრებთ და მანამდე ბიძინა ივანიშვილს ძალაუფლებას ჩამოვაშორებთ, სანამ ევროკავშირს მოუწევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ის მნიშვნელოვანი პრივილეგია გადაიხედოს, რაც მდგომარეობს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის შესაძლებლობას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი – ფაქტია, რომ სურსათზე ფასების კუთხით რაღაც გამართულად არ არის – როგორც ჩანს, იყო ხარვეზები, დარღვევები თანამდებობის პირების მხრიდან, მათ რომ კეთილსინდისიერად ემუშავათ, შეიძლება ეს პრობლემები არ დამდგარიყო

ლელა ჯეჯელავა – შესაწირი ბატკანივით რომ დაადო თავი ლილუაშვილმა და მივიდა პროკურატურაში, დავიჯერო თავის დასაცავი ან სხვისი დასაშანტაჟებელი არაფერი ჰქონდა? უცნაური ამბავია – რაშიც ლილუაშვილი მონაწილეობდა, მონაწილეობდა ივანიშვილიც