თინა ბოკუჩავა – საოკუპაციო რეჟიმის წევრები, კრემლის ბინადარნი და პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და „რუსული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად კომისიას, რომელიც ცდილობს ისტორიის რუსულად გადაწერას

საოკუპაციო რეჟიმის წევრები, კრემლის ბინადარნი და პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და „რუსული ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად კომისიას, რომელიც ცდილობს უახლესი ისტორიის რუსულად გადაწერას, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა.
ბოკუჩავა გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სამხედრო აგრესიის გაჩაღებაში დამნაშავე პირები, რომლებმაც “სამხრეთ ოსეთში” შეჭრის ბრძანება გასცეს, უნდა დაისაჯონ“.
„საოკუპაციო რეჟიმის წევრები, ისევე, როგორც კრემლის ბინადარნი და მათი პროპაგანდისტები ერთ ხმაში მიესალმებიან წულუკიანთან, ივანიშვილთან და რუსული „ოცნების“ სხვა წევრებთან ერთად, იმ კომისიას, რომელიც ცდილობს საქართველოს უახლოესი ისტორიის რუსულად გადაწერას და ომის საქართველოსთვის დაბრალებას. მაშინ, როდესაც არსებობს სტრასბურგის სასამართლოს, ჰააგის სისხლის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოში შემოიჭრა , რომ რუსეთი დამნაშავე და ოკუპანტია. დამტკიცდა საქართველოს, ქართული სარდლობის და ქართული სახელმწიფოს სიმართლე“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ