თინა ბოკუჩავა – სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია – ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს

სამუშაო ჯგუფები, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას უბრალოდ უნდა დაეთანხმოს, ფარსია – ამაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ბოკუჩავამ ამ კონტექსტში აღნიშნა, მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დადასტურდა, რომ მათ უკვე მიღებული დოკუმენტის დამტკიცება სურთ.
„მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. არ შევიქმნი მოლოდინს, რომ ერთიან პოზიციას მივაღწევთ, თუმცა გვაქვს კონსულტაციები, რათა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის საკითხზე ერთიან პოზიციას მივაღწიოთ. ინკლუზიურობა, რაც არის ევროკომისიის რეკომენდაცია, ითვალისწინებს ოპოზიციის ჩართულობას, მისი აზრის გათვალისწინებას და არა უკვე მომზადებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ფაქტის წინაშე დაყენებას. ეს არის არა თანამშრომლობა, არამედ ხელის გადაგრეხით უმრავლესობის ნების გატანა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – მოვიპოვეთ ფარული ჩანაწერი ნია იმნაძესა და მამამისს შორის, განიხილავდნენ, როგორ ჩაიდინა გაბაშვილმა დანაშაული – ნიას მამა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა, თუმცა მამას ეუბნება, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა, თანამედროვე ეპოქაში სხვანაირად ხდება