თინა ბოკუჩავა – საინტერესოა, როდესაც ამბასადორიალზე არ იწვევენ პრეზიდენტს, რომელსაც დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს, რომელი ბუმბერაზი საგარეო პოლიტიკის მცოდნეა მიწვეული პარლამენტის უმრავლესობიდან?!

საინტერესოა, როდესაც ამბასადორიალზე არ იწვევენ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელსაც საფრანგეთის დიპლომატიურ სამსახურსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, რომელი ბუმბერაზი საგარეო პოლიტიკის მცოდნეა მიწვეული პარლამენტის უმრავლესობიდან?! – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა. ბოკუჩავა ზურაბიშვილის ამბასადორიალზე არმიწვევას ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის გამოხატულებად აფასებს.
„რეალურად მათ არ სურთ მინიმალურად განსხვავებული აზრის და დისკუსიის შეტანაც კი არც ერთ სამთავრობო ფორმატში, რადგან ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არის ის არაევროპული და არაეროვნული გზა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა აირჩია. ეს ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ხალხი აუცილებლად სახლში გაუშვებს. დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ამ დროს ამბასადორიალი იმ პირობებში ჩატარდება, როდესაც საქართველოს გახსნილი ექნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამით საქართველოს ყველა ელჩი იამაყებს, რომელიც იმედი მაქვს, რომ დააფიქსირებს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ელჩებთან შეხვედრას პრეზიდენტი არ ესწრება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე – რუსეთის ჩარევა იმისკენაა მიმართული, რომ საქართველოს მთავრობა და მისი ხალხი უკან თავის ორბიტაში დააბრუნოს, ეს უბრალოდ მიუღებელია – ჩვენ ვღელავთ და აშშ-ის მთავრობა უმაღლეს დონეზე აკვირდება არჩევნებს

პრემიერი – სახელმწიფო და სამართალდამცავი სტრუქტურები დგას თავის ადგილზე და რამდენიც არ უნდა სცადო, რევოლუციური პროცესები წამოიწყო, ვერაფერს მიღწევ, არ გაქვს რესურსი – ოპოზიციის და მათი პატრონების ეს გათვლაც განწირულია წარუმატებლობისთვის