თინა ბოკუჩავა – „რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა – მნიშვნელოვანია, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ

“რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. მნიშვნელოვანი, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოვიყენოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა.
თინა ბოკუჩავამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ ოპოზიციის სარჩელს ხელი მოაწერა.
„რუსული კანონი“ რომ ანტიკონსტიტუციურია, ამაზე თანხმდება ყველა, ივანიშვილის პარტიის წევრების გარდა. გუშინ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე -ის კონგრესში ხაზგასმით იყო საუბარი, რომ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, მათ შორის, ევროატლანტიკურ არჩევანს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.