თინა ბოკუჩავა – რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როცა ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს

ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე, ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო , – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი „შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“.
„ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსული გადატრიალების მორიგი სამარცხვინო ფაზაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის 33 წლის თავზე ივანიშვილმა ქართველ ხალხს პრეზიდენტად უნდა დაუნიშნოს უსახური, უცოდინარი, სამარცხვინო მიხეილ ყაველაშვილი. ერთადერთი გამოსავალი შეუგუებლობა, პროტესტი და ჩვენი ქვეყნის დაბრუნებაა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი მღებრიშვილი: და თქვენც თუ გკითხათ ოდესმე მათმა შვილმა, იცნობდით თუ არა მას, უპასუხეთ რომ იცნობდით და მას ძალიან, ძალიან მაგარი დედა, ან მამა ჰყავდა. უპასუხეთ და ერთი წამით არ იფიქროთ რომ ტყუილს ამბობთ