თინა ბოკუჩავა – როდესაც გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც იდექი ახლო წარსულში და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმი, ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია

როდესაც ქვეყანაში გყავს რუსული ხელისუფლება რუსი ოლიგარქის ხელმძღვანელობით, ვის სამსახურშიც ახლო წარსულში შენც იდექი და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმი, ამით ყველა კითხვაზე პასუხი გაცემულია , – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” მოთხოვნას ს კლინიკიდან ციხეში გადაყვანის შესახებ.
ბოკუჩავს თქმით, აღნიშბული განცხადება ბევრ კითხვას სცემს პასუხს.
“პრეზიდენტი სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი და პუტინის საამებლად ვინ თხრიდა საქართველოს მოქალაქეებს თვალებს ესეც ყველას კარგად ახსოვს.
არ ახსენდებათ ივანიშვილის უცხო ქვეყნის მოქალაქეობა და თავს პუტინის პირად პატიმარს ესხმიან. საზოგადოებამ ამ განცხადებით ბევრ კითხვაზე მიიღო პასუხი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ

ვოლოდიმირ ზელენსკი – არ უნდა დავუშვათ ზეწოლის შემსუბუქება – სანქციები, ტარიფები და ერთობლივი ქმედებები რუსული ნავთობის მყიდველების წინააღმდეგ, უნდა დარჩეს მოლაპარაკებების მაგიდაზე