რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას „რუს-ქოცების” რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას? ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ამ ქვეყანაში ვიქნებით, ვიდრე რუსი მონები – ეს გვახსოვდეს და ვირწმუნოთ, შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თაჯდომარე, თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს სამედიცინო განათლება აქვს და დაკავებამდე ის მართავდა დედის მკურნალობას.
„ერთადერთი, რაზეც ჯაფარა ფიქრობდა ციხეში, როდესაც მიდიოდა, ბავშვები და დედა იყო. ნატა ძალიან ძლიერია, თავად ზურამ მის შესახებ მოჰყვა.
ზურა არის მამა, რომელიც ბავშვებს ძილისპირულ ზღაპრებს სტრასბურგიდან უკითხავს, როცა მივლინებაშია. ზურა იყო შვილი, რომელიც მიტინგიდან ღამე დედასთან მიდიოდა, რომ მძიმედ ავადმყოფ დედას წამლის მიღება არ დავიწყებოდა.
ბევრმა არ იცის, რომ ზურას სამედიცინო განათლება აქვს და რეალურად, ის მართავდა თავიდან ბოლომდე დედის მკურნალობას.
ეს იცოდნენ „ქოცებმა“, რომლებიც ჩვენი ცხოვრების ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებენ. იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა ნიშნავდა მძიმე ონკოლოგიური პაციენტი დედისთვის, არამხოლოდ შვილის ხელიდან გამოცლას, არამედ ადამიანის დაკარგვას, რომლის მეთვალყურეობის გარეშე ის ყოველგვარ მკურნალობაზე უარს იტყოდა. „რუს-ქოცებმა” იცოდნენ, რომ ზურას დაჭერა დედის სიკვდილს ნიშნავდა. და მაინც მოკლეს.
საბჭოთა დროს ყველაზე მეტი ქართველის დამხვრეტი მკვლელი მამის მკვლელმა შვილმა, თეა წულუკიანმა ხელი მოაწერა ზურას პატიმრობას და ავადმყოფი დედის მკვლელობას. რუსული ცინიზმით, რუსული სისასტიკით, რუსული უსულგულობით.
რამდენი პოლიტპატიმრის მშობელი უნდა მოკლას „რუს-ქოცების“ რეჟიმმა, რომ ჩვენ ისე გავბრაზდეთ, ისე ავჯანყდეთ, რომ აზრი დავუკარგოთ რეჟიმის წინააღმდეგობას?
ქართველები გაცილებით მეტი ვართ და ამ ქვეყანაში ვიქნებით, ვიდრე რუსი მონები. ეს გვახსოვდეს და ვირწმუნოთ. შემდეგ გამარჯვება გარდაუვალია.
ზურა, გია, ვიზიარებ თქვენს უდიდეს ტკვილს. გვერდში მიგულეთ ყველგან და ყოველთვის.
ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ!“, – წერს თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში.
